დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის N145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016591 |
|
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის №145 ბრძანებაში (სსმ,100110000.22.038.016399, 12.09.2014 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“. 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პატიმრობის კოდექსის 571 მუხლის მე-18 ნაწილისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-80 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“; 3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესი №1 დანართის შესაბამისად.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესი“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი, პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეებს, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესსა და პირობებს, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესს. 2. სპეციალური საშუალებების გამოყენება ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება), აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას, თავდასხმისას, გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას (გარე აკრძალულის ზოლიდან 5 კმ. რადიუსის მანძილზე). 3. ამ ბრძანებით დადგენილი წესით სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ: ა) დაწესებულების მოსამსახურეს ან დაწესებულების მოსამსახურეებისაგან შემდგარ ჯგუფს; ბ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისაგან შემდგარ საბადრაგო ჯგუფს ან კოლონას; გ) დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისაგან შემდგარ ჯგუფს.“; გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის მოსამსახურის (შემდგომში – მოსამსახურე) მიერ დაუშვებელია ამ წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სპეციალური საშუალებების გარდა სხვა რაიმე სპეციალური საშუალების გამოყენება. ყოველი საფუძვლის არსებობისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი სპეციალური საშუალება. დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: დ.ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ხელბორკილი – პირის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; ცდილობს გაქცევას; აგრეთვე თუ არსებობს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გონივრული ეჭვი;“; დ.ბ) „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) რეზინის ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით;“; ე) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სამსახურის სპეციალურად უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება. სამსახურის სპეციალურად უფლებამოსილი პირი გადის პერიოდულ გადამზადებას.“; ვ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18 სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლების აღმოფხვრის შემდგომ შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ უნდა შედგეს ანგარიში. მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა (შემდგომში – მინისტრი) და დეპარტამენტის დირექტორს.“; ზ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების შენახვისათვის გამოყოფილი დაცული ადგილი განისაზღვრება დეპარტამენტის დირექტორის მიერ.“. 5. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ოქმი №
„ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20 წ. ------------------------------------ (ოქმის შედგენის თარიღი ) (ოქმის შედგენის ადგილი )
ვადგენთ ოქმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის --------------------------------------------- თანამშრომლები შემდეგი შემადგენლობით (სახელი , გვარი , თანამდებობა ):
1.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბრალდებულის /მსჯავრდებულის: სახელი, გვარი, მამის სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბადების თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სპეციალური საშუალების გამოყენების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გამოყენებულ იქნა შემდეგი სპეციალური საშუალება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––--––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ (მათ შორის, არსებული სიტუაციის დინამიკაში შეფასებისას მიღებული გადაწყვეტილებით სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ) დასაბუთება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სხვა ინფორმაცია : –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---––––––––––––––––––
ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით :
1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––".
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები