დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო N118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016592 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტო №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებაში (სსმ, 100020020.22.038.016533, 31/08/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-80 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტების, 87-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“; 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს მთავრობის დადგენილება, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებები, დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.“; ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) არარსულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური სახდელისა და წახალისების სახეების გამოყენება;“; გ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. ადმინისტრაციული განყოფილება ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციისა და მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებებისა და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება; ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი; გ) დაწესებულებისათვის საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; ვ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების პროექტების მომზადება; ზ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ი) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების/დახმარების გაწევა; კ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ლ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეებისათვის კონსულტაციისა და დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მომსახურების გაწევა; ნ) დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ო) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა; პ) დაწესებულების ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა; ჟ) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა, მიღება-გაცემა; რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“; დ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი წესით.“; ე) 27-ე მუხლის: ე.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 21 წლის მიღწევისა.“; ე.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21 წელს მიღწეული მსჯავრდებული, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ზოგადი განათლების მიღებისა და პროფესიული მომზადების მიზნით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული და რომელმაც 21 წლის მიღწევამდე მიიღო ზოგადი განათლება და გაიარა პროფესიული მომზადება, სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.“; ვ) 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში.“; ზ) 66-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რა დროსაც მოქმედებს ამ დებულების 65-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თ) 72-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულის დისციპლინა (შემდგომში – დისციპლინა) არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, ამ დებულების, მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების შესრულება.“; ი) 76-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინურ განხილვაზე ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 6 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული.“; კ) დანართი №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №8 მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემდეგ მსჯავრდებულისათვის უფლებების გაცნობის ოქმი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება
„ ––––––– “ ––––––––––––––– 20 -- წ. ------- სთ. ქ.თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------(დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა, სახელი და გვარი) ოქმი შევადგინა მასზედ, რომ მსჯავრდებულ -------------------------- (სახელი, გვარი,მამის სახელი) გავაცანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, პატიმრობის კოდექსითა და №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები: ზეპირი მოსმენის დროს მსჯავრდებულს უფლება აქვს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების, უფლება აქვს მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, დისციპლინურ განხილვაზე წარმოდგენილი იყოს საკუთარი ან სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მიერ, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძების გამოყენების შესახებ.
მსურს მოვიწვიო ადვოკატი _________ დიახ/არა
მსურს მოვიწვიო თარჯიმანი _________ დიახ/არა
მსურს მივცე ახსნა-განმარტება _________ დიახ/არა
ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მსურს დავესწრო სხდომას _________ დიახ/არა ოქმის სისწორეს ვადასტურებ ხელმოწერით: _____________________________________________________________________________________ მსჯავრდებულის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დრო
ოქმი შევადგინე: _____________________________________________________________________________________ დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა და ხელმოწერა“;
ლ) დანართი №10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №10
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ დირექტორის განკარგულება №
20 „–––“––– „––––––––––––––––––“ ––––––––––––სთ №––––––– –––––––––––– (გამოცემის დრო) (გამოცემის ადგილი) №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორმა ––––––––––––––––––––– ზეპირი მოსმენით განიხილა საქმე მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––––(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა მსჯავრდებულმა ––––––––––––––––––––––––––– ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
_____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
დარღვევის ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის გამოვლენის დრო (წელი, საათი, წუთი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაზარალებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის მოწმე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი: 1.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მსჯავრდებულს, აგრეთვე მოწმეს და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განემარტება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 93-ე მუხლითა და დებულებით გათვალისწინებული უფლებები (დებულების დანართი №8). დაწესებულების დირექტორმა (ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა) იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსითა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ______________________________________________________ მიმართ გამოყენებულ იქნეს (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––.
დისციპლინური სახდელის სახე
2. ეს განკარგულება შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გაეცნობა მსჯავრდებულს ან გადაეცემა მის ადვოკატს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე ეგზემპლარი, დისციპლინური წარმოების საქმის მასალებთან ერთად, დაერთვება მსჯავდებულის პირად საქმეს. 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ექვემდებარება აღსულებას. 4. განკარგულება შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6). გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
დაწესებულების დირექტორი ___________________________ ხელმოწერა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები