დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 დამტკიცებულ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016619 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11.10.2011 წ., 010130000.22.027.016200) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად, ხოლო განმცხადებლის ფოტოიდენტურობის დადასტურების საჭიროების შემთხვევაში, - შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას განმცხადებლის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე.“.
2. მე-12 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.“.
3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და მოწმობის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლინდა პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის შემდეგ.“.
4. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად.“.
5. 22-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პირისათვის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები