საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივისა და სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2773
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020586
  • Word
2773
22/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
000000000.00.003.020586
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივისა და სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2773

2015 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივისა და სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საქართველოს ეროვნულ არქივსა და სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრს მიეცეთ თანხმობა, რომ 2016 წლისათვის:

ა) სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 70 ერთეულით;

ბ) სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 30 ერთეულით.

2. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ირაკლი ღარიბაშვილი