ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.132.016283
37
25/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
010250000.35.132.016283
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №37

2015 წლის 25 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კო­დექსის“ 88-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესი, თანახმად დანართისა.  
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი



ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის  მერის მიერ მუნიციპალიტეტის

ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული

მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესი


მუხლი 1
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში მუნიციპალიტეტის მერი) მიერ მუნიცი­პალიტეტის ამომრ­ჩევ­ლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის და მათთვის გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშის წარდგენის საკითხებს.
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგ­ვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდ­გინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 3
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საჯარო შეხვედრის შესა­ხებ ცნობა გამოაქვეყნოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, ასევე ადგილობრივი მა­სობ­რივი ინფორმაციის საშუალებით, 7 დღით ადრე მაინც.
მუხლი 4
საჯარო შეხვედრების მოწყობისა და მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის მომზადების მიზ­ნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია იწყებს მუ­შაობას და ამზადებს ანგარიშს ყოველი წლის სექტემბრის თვეში.
მუხლი 5
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია ვალდებულია ქ. ბა­თუმის მუნი­ცი­პალი­ტეტის ყველა სამსახურიდან და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის დაქვემდე­ბარებაში არსებული იურიდიული პირებიდან არაუგვიანეს ყოველი წლის 15 სექტემბრისა გამოითხოვოს ინფორმაცია განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელე­ბელი ღონისძიებების შესახებ დეტალური ანგარიშის სახით.
მუხლი 6
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია ვალდებულია არაუგ­ვიანეს ყოვე­ლი წლის 1 ოქტომბრისა სამსახურების და იურიდიული პირებიდან გამოთხოვილი ანგარი­შების სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე მოამ­ზადოს მუნიციპალი­ტე­ტის მერის ანგარიში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი (განსახორ­ციელებელი) ღონისძიებების შესახებ და წარუდგიმოს მერს განსა­ხილ­ველად.
მუხლი 7
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია მერიის შენიშვნების გათვალისწინებით არაუგვინეს ყოველი წლის 5 ოქტომბრისა ამზადებს ანგარიშის საბოლოო სახეს, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით გეგმავს საჯარო შეხვედრების გრაფიკს (არაუგ­ვიანეს 1 ნოემბრისა) და უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრების შესახებ ინფრმაციის შემუშავებას, გამოქვეყნებასა და ხელ­მი­საწვდომობას.
მუხლი 8
საჯარო შეხვედრის მოწყობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს ქ. ბა­თუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია, ხოლო საჯარო შეხვედრებს წარმართავს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 9
საჯარო შეხვედრებს ესწრებიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა სამსახურის და იურიდიული პირების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინის­ტრა­ციულ ერთეულებში, ასევე საჭიროებისას სხვა თანამშრომლები, რომლებიც  ვალ­დე­ბული არიან  საჯარო შეხვედრის დროს ანგარი­შის განხილვისას უპასუხონ ამომ­რჩე­ველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 10
საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარ­ბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მუნიციპა­ლიტეტის მერის ადმინისტრაცია.
მუხლი 11
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
მუხლი 12
საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები.
მუხლი 13
მუნიციპალიტეტის მერის წარდგენილი ანგარიშები ოფი­ციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.