„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2771
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020583
  • Word
2771
22/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
000000000.00.003.020583
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2771

2015 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი