სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იმედისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იმედისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2767
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020578
  • Word
2767
22/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
000000000.00.003.020578
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იმედისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2767

2015 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „იმედისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის რაიონში, სოფელ თეზში მდებარე 31 754.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №67.06.53.157) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „იმედს“ (ს/კ 406052989).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების    საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე არაალკოჰოლური სასმელებისა და ბოსტნეულის, ხილის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 254 032  (ორას ორმოცდათოთხმეტი ათას ოცდათორმეტი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა − ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი − ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;    

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის (წვენი (ხილისა და ბოსტნეულის) − არანაკლებ 18 000 000  (თვრამეტი მილიონი) ლიტრისა;  ჯემი  − არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) კილოგრამისა ) წლიური მოცულობის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით: 

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში − წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის  არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში − წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება. 

3. შპს „იმედის“ მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი