სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2765
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020576
  • Word
2765
22/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
000000000.00.003.020576
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2765

2015 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მეორე პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის №5/71872 გადაწყვეტილება, ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებული 813.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სკვერი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №62.09.54.858) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი