შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2755
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020575
  • Word
2755
18/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
000000000.00.003.020575
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2755

2015 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის 41  ნაწილის საფუძველზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (ს/კ 230866783 ) გათავისუფლდეს „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ დაჯარიმების შესახებ“ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 03 აპრილის  №დად-1/05 დადგენილებით − ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში, მდინარე რიცეულაზე არსებული „რიცეულა ჰესის“ მიმდებარედ ლითონის კონსტრუქციისაგან უნებართვოდ აშენებული მილის მშენებლობა სათანადო  მშენებლობის ნებართვის გარეშე − შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო მეორედ დაკისრებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის ჯარიმის, კერძოდ, 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის გადახდისაგან და „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ დაჯარიმების შესახებ“ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №დად-26/05 დადგენილებით − ხედეთურის წყლისა და მდინარე რიცეულას წყალსაშვი გვირაბის დამაკავშირებელი ლითონის მილის მიმდებარედ კაშხლის ტიპის ნაგებობის მშენებლობა სათანადო  მშენებლობის ნებართვის გარეშე − შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო პირველად დაკისრებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის ჯარიმის, კერძოდ, 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდისაგან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი