დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2764 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020574 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2764
2015 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემისშესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივითვითმმართველიერთეულისათვისგადასაცემიძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისსახეობათანუსხისდამტკიცებისშესახებ“საქართველოსმთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 დეკემბრის №5/71959 გადაწყვეტილება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 272.07 კვ.მ ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №84.04.36.045) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები