ა(ა)იპ - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2754
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020571
  • Word
2754
18/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
000000000.00.003.020571
ა(ა)იპ - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2754

2015 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  უძრავი  ქონების   სასყიდლიანი უზუფრუქტის  უფლებით  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს,  ა(ა)იპ - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას (ს/კ: 202065415) სასყიდლიანი უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით, ყოველთვიური სარგებლობაში გადაცემის საფასურის 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ  გადასცეს  ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩა №63-ში მდებარე 8059 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 329.91 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №01.10.13.041.003.01.519).

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი