შპს „ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა Kamara“-ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
შპს „ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა Kamara“-ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/2-ლ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 17/12/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
05/2-ლ
17/12/2015
ვებგვერდი, 25/12/2015
შპს „ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა Kamara“-ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედმხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05 /2-ლ

 

2015 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა Kamara“-ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით

დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63 -ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას ” 2015 წლის 9 დეკემბრის №15-12.007 და 2015 წლის 10 დეკემბრის№15-12.008 მომართვების საფუძველზე:

ვბრძანებ:

შპს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა Kamara“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 404990435) ორგანიზაციულ -სამართლებრივი ფორმისა და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით:

1. სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 11 ოქტომბრის N05/1–ლ ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას ” დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ ;

ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა -Kamara” შეიცვალოს სიტყვებით „სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“.

2. გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმა შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარაზე ” (საიდენტიფიკაციო კოდი: 404990435) დადგენილი წესით.

3. წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნას მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი