დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1422 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2751 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020565 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2751
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1422 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1422 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, შპს „RMG Gold“-მა სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ბოლნისის სატყეო უბნის ფახრალოს სატყეოს №22 კვარტალის №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №9 ლიტერებში (№9 ლიტერის საერთო ფართობიდან − 3 ჰა) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (847 642 კვ.მ) 2015 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს ტყის აღდგენის ღონისძიება − ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა (შეღობვით).“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები