დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იურისტების საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2749 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020563 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2749
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იურისტების საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 8 ოქტომბრის წერილით დასმულ კითხვებზე საქართველოს სახელმწიფო პოზიციის მომზადების, ზეპირი მოსმენებისთვის მოწმეების შერჩევისა და აღნიშნულ მოწმეებთან დაკავშირებით, მოკლე ინფორმაციის მომზადების მიზნით, 2 უცხოელი იურისტის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები