დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 17 მარტის N01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 28/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016076 |
|
„არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 17 მარტის N01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 17 მარტის N01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 „ნიჩბიანი ნავი, მოტონავი – რადიოაღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისათვის – ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან. 2. თევზსაჭერი გემი, ტენდერი, სწრაფმავალი კატარღა, სასეირნო კატარღა, პატარა და დიდი იახტები და ყველა სხვა ტიპის გემი, რომელიც 300 რტ-ზე ნაკლებია, გარდა ზომამცირე გემებისა და სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო გამოყენებითი დანიშნულების გემებისა – რადიოაღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნა, კერძოდ, ფიქსირებული ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება - ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.”
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები