დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2744 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020558 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2744
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №4 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და:
ა) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში − დეპარტამენტი) 2015-2016 წლებში უზრუნველყოს არსებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განახლების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.“;
ბ) განკარგულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დეპარტამენტმა, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 25 02 03) ქვეპროგრამით „ქ. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა (აზიის განვითარების ბანკი)“ (პროგრამული კოდი: 25 02 03 05 01) განსაზღვრული „საბიუჯეტო სახსრების“ ასიგნებებიდან, ხოლო 2016 წელს განსახორციელებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა − საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები