დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ერედვის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2343 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2739 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020554 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2739
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ერედვის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2343 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ერედვის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2343 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა(ა)იპ - ერედვის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „ლიახვის“ შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ერედვის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები