დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღია პროგრამა − ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია − ფაზა IV“ პროექტის დაფინანსებისათვის საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის დაფინანსების ხელშეკრულების დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2737 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020552 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №273 7
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღია პროგრამა − ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია − ფაზა IV“ პროექტის დაფინანსებისათვის საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულების დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა საქართველოს სახელით დადოს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულება − „ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღია პროგრამა − ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია − ფაზა IV“ შემდეგი ფინანსური პირობებით:
| სესხის მოცულობა − | 30 მილიონი ევრო; |
| სესხის ხანგრძლივობა − | 15 წელი; |
| შეღავათიანი პერიოდი − | 5 წელი; |
| სესხის საპროცენტო − განაკვეთი: | წლიური 1,9%. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი შესაძლებელია, შეიცვალოს ხელშეკრულების ხელმოწერის დროს კაპიტალის ბაზარზე არსებული პირობების შესაბამისად;
|
| ადმინისტრირების − გადასახდელი | სესხის თანხის 1% (ერთჯერადი გადასახდელი);
|
| ვალდებულების − გადასახდელი: | 0,25%. |
პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები