სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ ბელდუხი გავაშელიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ ბელდუხი გავაშელიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2733
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020548
  • Word
2733
18/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
000000000.00.003.020548
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ ბელდუხი გავაშელიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2733

2015 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  ფიზიკურ პირ ბელდუხი გავაშელიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 

1. სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 500.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.03.03.362) და გარდაბანში, თელეთში, სოფელ ზემო თელეთში მდებარე 2473.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.03.03.197) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ ბელდუხი გავაშელიშვილს (პ/ნ 12001021479).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს  30  (ოცდაათი) კალენდარული  დღის  ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ  600.00 კვ.მ ფართის დახურული ტიპის,  გასახდელ(ებ)ისა და საშხაპის (საშხაპეების) მქონე სპორტული დარბაზის მოწყობა/აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;  

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში სპორტული საქმიანობის განხორციელება ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპორტულ დარბაზში.

3. ფიზიკურმა პირმა ბელდუხი გავაშელიშვილმა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე ქვეპუნქტით დადგენილ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                ირაკლი  ღარიბაშვილი