დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2731 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020546 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2731
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატელეფონო კომუნიკაციის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (კაბელის განთავსება გრუნტში) მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნის განძის სატყეოს კვარტალ №1-ის ლიტერ №19 და №20-ში მდებარე 113,4 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა (ხე-მცენარეების ჭრის უფლების გარეშე) სს „სილქნეტს“ (ს/კ: 204566978 ) განესაზღვროს 20 (ოცი) წლით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები