შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2725
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020540
  • Word
2725
18/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
000000000.00.003.020540
შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2725

2015 წლის 1 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ

 

 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი/ წარმომადგენლები;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

 საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი;

სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელი;

სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი;

სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი;

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი;

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენელი;

სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი.

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის წევრს/წევრებს.

3. კომისიის სხდომებში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ სხვა უწყებების წარმომადგენლებმა ან მოწვეულმა პირებმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი