დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2720 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020535 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №27 20
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და საწვავის ხარჯის შემცირების, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, ქალაქ თბილისის ცალკეული ქუჩებისა და მოედნების სატრანსპორტო კვანძებზე საგზაო მოძრაობის მონაწილეების ნაკადების კომპლექსური შესწავლისა და სარეკონსტრუქციო-საპროექტო სამუშაოების შედგენისათვის დასკვნის მომზადების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, 40 000 (ორმოცი ათასი) ევროს (ეკვივალენტი ლარებში) ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი .ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები