დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 05/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/162
2015 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და VI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251 . დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის აცილება
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის შესახებ საჩივრის მიღების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის უფროსი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ფუნქციების განხორციელებაზე პასუხისმგებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გამოვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წილისყრით.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლ. მურუსიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები