დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის N18-57 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30-123 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.101.016236 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №18-57 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №18-57 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.101.016057) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
თავი I ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
|
მუხლი 2.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
თავი II ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
|
მუხლი 4.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
|
მუხლი 6.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
თავი III ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
მუხლი 7.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 8.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
თავი IV ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
|
მუხლი 9.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (31,338.3) ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 10.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 11.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
თავი V ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 12.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015-2018 წლების
ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აღდგენა კვლავ ერთერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება დედაქალაქისათვის. ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქის გზების მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად გზების გარკვეული ნაწილი მოითხოვს სარეაბილიტაციო, კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთების სამუშაოებს და გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მოიცავს ქალაქის შუქნიშნების, საგზაო ნიშნების, მონიშვნების, გზაჯვარედინების მოწესრიგების ღონისძიებების განხორციელებას, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირებას, მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობას, საბაგირო ტრანსპორტის განვითარებისა და „დიღმის ჭალების“ ინფრასტრუქტურის მოწყობას. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთება (კოდი 1.1) ქალაქის გზებისა და ქუჩების გარკვეული ტექნიკურად მოძველებული ნაწილი ნაკლებად გამტარუნარიანია და საჭიროებს მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას. გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას, შემცირდება საცობების რაოდენობა, რაც დადებითად იმოქმედებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მაჩვენებლებზე. გაგრძელდება მუშაობა ძირითადი მაგისტრალური და შიდა კვარტალური გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება რაც ხელს შეუწყობს ქუჩებისა და მაგისტრალების განტვირთვას ჭარბი სატრანსპორტო ნაკადებისაგან და ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას. გზების მშენებლობა და აღდგენა (კოდი: 1.1.1) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედაქალაქში გზის საფარის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების და მშენებლობის სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის: გზების მიმდინარე (ორმოული) და ფრაგმენტული შეკეთება; გზების ქვიშა-ხრეშოვანი მასალით მოწყობა; ქუჩების ტროტურების მიმდინარე კაპიტალური შეკეთება; გზებზე ა/ბეტონის დაზიანებულ მონაკვეთებზე ბზარების დამუშავება; დაზიანებული ასფალტო ბეტონის საფარის ოპერატიულად აღდგენის მიზნით ბიტუმის ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ნარევის წნევით დამუშავება და სხვა. გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში (კოდი: 1.1.8; 1.1.9; 1.1.10; 1.1.11; 1.1.12; 1.1.13; 1.1.14; 1.1.15; 1.1.16; 1.1.17) ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელდება რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების, შიდა კვარტალური გზებისა და შიდა ეზოების მიმდინარე შეკეთება, შემოერთებულ ტერიტორიებზე ამორტიზებული გზების მოხრეშვა მოსწორება, რომელიც განაპირობებს რაიონში არსებული გზის საფარის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შენარჩუნება-გაუმჯობესებას, რის შედეგადაც უსაფრთხო გახდება ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება. ტრანსპორტის განვითარება (კოდი: 1.2) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მოიცავს ქალაქის შუქნიშნების, საგზაო ნიშნების, მონიშვნების, გზაჯვარედინების მოწესრიგების ღონისძიებების განხორციელებას. შუქნიშნების მართვის ცენტრის ექსპლუატაციას, ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას. საბაგირო ტრანსპორტის განვითარებისა და „დიღმის ჭალების“ ინფრასტრუქტურის მოწყობას, მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობას, მგზავრთა გადამყვანი სატრანსპორტო კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალის ზრდა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები (კოდი: 1.2.1) ქვეპროგრამის მიზანია დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობის, ქუჩებსა და მოედნებზე ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მაქსიმალურად უზრუნველყოფა; მოსახლეობის ინფორმირება სამარშრუტო ხაზზე ავტობუსის მოძრაობის ინტერვალის შესახებ. მეტოპოლიტენის (მეტრო) მანქანა-დანადგარებით აღჭურვა-გადაიარაღების მიზნით მგზავრთა გადამყვანი სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალის ზრდა. ღონისძიებები: საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა; ჰორიზონტალური და ვერტიკალური საგზაო მონიშვნები ერთკომპონენტიანი საღებავით; ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები თერმოპლასტით და ცივი პლასტით, ძველი საგზაო მონიშვნის წაშლა; სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სიჩქარის იძულებითი შემცირებისათვის „ხელოვნური უსწორმასწორებების“ (ბორცვები) შეძენა- მონტაჟი, ძველის დემონტაჟი; საგზაო ნიშნების შეძენა-მონტაჟი; ავტობუსის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების შეძენა-მონტაჟი; ავტობუსის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოებისათვის დგარების შეძენა-მონტაჟი და ელექტრონული ტაბლოების ძაბვის გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების სამუშაოები (სადენების მიყვანა); გზაჯვარედინების რეორგანიზაციის, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობის სამუშაოები; შუქნიშნის ობიექტების რეკონსტრუქცია და მართვის ცენტრთან მიერთება; შუქნიშნის მრთვის ცენტრის და ქალაქში განთავსებული შუქნიშნის ობიექტების ექსპლუატაცია; სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულების წინასწარი მაჩვენებლების შეძენა-მონტაჟი; ლითონის ძელებიანი ზღუდარების შეძენა-მონტაჟი; სფერული სარკეების შეძენა-მონტაჟი; მეტროპოლიტენის ტექნიკური გადაიარაღება-აღჭურვა თანამედროვე სტანდართებთან შესაბამისობაში და სხვა ღონისძიებები. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება (კოდი: 1.2.4 ) ქვეპროგრამის მიზანია „ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდია (კოდი: 1.2.5) ქვეპროგრამის მიზანია რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა, მომხმარებელთათვის რეგულირებადი ტარიფის შენარჩუნება. ღონისძიებები: სატრანსპორტო კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად კომპანიის კაპიტალის ზრდა და სხვა ღონისძიებები. დიღმის ჭალების ინფრასტრუქტურის მოწყობა (კოდი: 1.2.6) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიღმის ჭალების ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის: დიღმის სტადიონების მიმდებარე ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარება, დიღმის სტადიონების მიმდებარე ტერიტორიის დენდროლოგია და სარწყავი სისტემები, დიღმის სტადიონების მიმდებარე ტერიტორიის გარე ელ-მომარაგება, გარე განათება, სანიაღვრე სისტემა, წყალსადენ-კანალიზაცია, დიღმის ოლიმპიური სპორტული კომპლექსის გაზმომარაგება, დიღმის ოლიმპიური სპორტული კომპლექსის საავტომობილო გზისა და მასთან ერთან გაზსადენი ქსელის სამშენებლო სამუშაოები, დიღმის ოლიმპიური ლომპლექსის სკვერის მოწყობა, სატრანსფორმატორო ქვესადგურების სამშენებლო სამუშაოები და სხვა საბაგირო ტრანსპორტის განვითარება (კოდი: 1.2.8) ქ.თბილისის განსაკუთრებულად რთულმა რელიეფმა და დედაქალაქში ტურიზმის განვითარებამ განაპირობა არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისა და ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო ტრანსპორტით თბილისის მოქალაქეებისა და სტუმრების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალი თანამედროვე ტურისტული და სატრანსპორტო ფუნქციების მქონე საბაგირო გზების მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სწრაფ გადაადგილებას და სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას, ხმაურის, გამონაბოლქვის და გადაადგილებასთან დაკავშირებული დროისა და ხარჯების შემცირებას. 2. ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ძირითად პირობად დღეისათვის კვლავ რჩება საბინაო - საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. დედაქალაქში ამჟამად აღრიცხვაზეა მრავალი ავარიული საცხოვრებელი სახლი, რაც სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით რეალურ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლეს. გარდა ამისა, დედაქალაქში ამჟამად მრავლად არის მეწყერსაშიში ფერდობები და უბნები, დაზიანებული ნაგებობები, ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები. ამ მიზნით გათვალისწინებულია ქ.თბილისში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა – რეკონსტრუქცია, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა პრიორიტეტი ითვალისწინებს ავარიული შენობების გამაგრებას, გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობას, კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩატარებას, მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას და რეაბილიტაციის სამუშაოებს, ქალაქის ინფრასტრუქტურის (მ.შ. მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის) რეაბილიტაცია და მშენებლობას, ქალაქგაფორმებით ღონისძიებებს და სხვა. საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა–რეკონსტრუქცია (კოდი: 2.1) პროგრამა ითვალისწინებს საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების (კომუნიკაციები, საყრდენი კედლები, ხიდები და გვირაბები) მოწესრიგება. დედაქალაქში ამჟამად მრავლად არის მეწყერსაშიში ფერდობები და უბნები, დაზიანებული ნაგებობები, ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები. დაგეგმილია თბილისში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, აღდგენა – რეკონსტრუქცია და გაუმჯობესება, შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას და სხვა. ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება (კოდი: 2.2) პროგრამა ითვალისწინებს საბინაო - საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. დედაქალაქში ამჟამად აღრიცხვაზეა მრავალი ავარიული საცხოვრებელი სახლი, სხვადასხვა ფაქტორები (მ.შ. სტიქიური მოვლენები) რეალურ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლეს. ამისათვის დაგეგმილია თბილისში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ავარიული შენობების აღდგენა-რეაბილიტაცია, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც სახლები იმყოფება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში (სამგორი, ჩუღურეთი, ისანი, მთაწმინდა, კრწანისი, გლდანი და სხვა), რაც მიზნად ისახავს ავარიული საცხოვრებელი სახლების შემცირებას, ავარიული შენობების ჩამოშლის საშიშროების თავიდან აცილების შედეგად მობინადრეთა უსაფრთხოების დაცვას. გასამაგრებელი შენობების პრიორიტეტულობა განისაზღვრება ტექნიკური მდგომარეობის ამსახველი დასკვნის საფუძველზე დადგენილი ავარიულობის სიმწვავის კატეგორიის მიხედვით. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება დედაქალაქის მოსახლეობაზე განაწილებული და დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების (მათ შორის კოოპერატიული სახლები) დასრულებისთვის საჭირო ღონისძიებები. საპროექტო-საძიებო და კვლევითი სამუშაოები, ექსპერტიზა, ტექნიკური პირობები, კონსერვაცია და სხვა ღონისძიებები (კოდი: 2.3; 2.3.1; 2.3.2) პროგრამა ითვალისწინებს ქ.თბილისში შენობა-ნაგებობებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო საკვლევი სამუშაოების ჩატარებას (მ.შ. ტოპოგეოდეზიური აგეგმვა, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდრო-გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევა, ტექნიკური პირობების აღება და სხვა), შესრულებულ სამუშაოებზე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, საკონსერვაციო ღონისძიებების შემუშავება და სხვა. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალური ბიუჯეტით განსაზღვრული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას, ლაბორატორიულ კვლევებს, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და დეფექტური აქტების ექსპერტიზას, ავარიული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევას და შესაბამისი დასკვნების მომზადებას. აგრეთვე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზას, მიმდინარე სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის გაწევას და შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურებას. გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია (კოდი: 2.5) პროგრამის მიზანია ქალაქში განათებული ქუჩების და მხატვრულად მინათებული შენობა-ნაგებობების რაოდენობისა და განათების ინტენსიობის გაზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ქ.თბილისის ქუჩების, მოედნების, მაგისტრალების, საცხოვრებელი მასივების, შიდა კვარტალების, ბაღ-სკვერების, ხიდების, გზატკეცილების გარე განათების არსებული ქსელის განათებასა და ქალაქის ღირსშესანიშნაობათა მხატვრულ მინათებას. გარე განათების ქსელის რეკონსტრუქციას და სწორ ექსპლოატაციას. ქალაქის გარე განათების ქსელის ექსპლოატაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოხდება: გარე განათების ქსელის ცენტრალიზებული მართვის სისტემების სრულყოფა; გარე განათებისა და სკვერების განათების ბოძების დიზაინის გაუმჯობესება. ელექტროუსაფრთხოების ღონისძიებების რეგულარული გატარება. სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობა (კოდი: 2.6) ქალაქის კომუნალური მეურნეობისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიაღვრე ქსელების და კოლექტორების მოვლა-პატრონობას, გარკვეული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციას და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გარკვეული ნაწილი ამორტიზირებულია და მოითხოვს განახლებას, ხოლო ქსელების ნაწილი სარეკონსტრუქციოა, კვეთის სიმცირის გამო. პროგრამა ითვალისწინებს ქ.თბილისის ქუჩების სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობას (ექსპლოატაცია), მიმდინარე შეკეთებას, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიმღებების, საკონტროლო ჭების, გვერდმიმღებების მოწყობას, კიუვეტების გაწმენდას. პროგრამის მიზანია სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირება, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სათავე ნაგებობების წესრიგში მოყვანა. ქალაქგაფორმებითი ღონისძიებები (კოდი: 2.7) პროგრამის ფარგლებში ხდება დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმება იწვევს ესთეტიკურ სიამოვნებას არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებშიც. პროგრამის მიზანია დედაქალაქის მხატვრულ დონეზე გაფორმება, სხვადასხვა ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების მოწყობა, მემორიალური დაფების დამზადება-მონტაჟი, ძეგლების მშენებლობა-აღდგენა, თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებში საფლავების მოწყობა და სხვა. მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაციის სამუშაოები (კოდი: 2.8) დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები თავისი კომუნიკაციებით და მოწყობილობებით რთულ საინჟინრო კომპლექსურ ნაგებობებს წარმოადგენენ. მიწისქვეშა გადასასვლელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია დროული მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებების განხორციელება. პროგრამის მიზანია მიწისქვეშა გადასასვლელების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთება და მიწისქვეშა გადასასვლელების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. კეთილმოწყობის ღონისძიებები (კოდი 2.9) პროგრამის მიზანია დედაქალაქისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა – რეაბილიტაცია; დედაქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა, მოვლა-პატრონობა; მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძებები (კოდი: 2.9.1) დედაქალაქის საჭიროებებისა და პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია კეთილმოწყობითი ღონისძიებების განხორციელება. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა – რეაბილიტაცია; ვაზიანის ქიმიური სამარხის მოვლა–პატრონობა; შადრევან–აუზების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა (ექსპლოატაცია); დახურული ნაგავსაყრელი პოლიგონების დაცვა; ქალაქის მასშტაბით ქუჩების, სკვერების, მოედნების, ხიდების, გზატკეცილების და სხვა ობიექტების ნუმერაციისა და მანიშნებელი აბრების მოწყობა; დედაქალაქის სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა და სხვა. ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგულირება (კოდი: 2.9.8) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხელშეწყობა, დედაქალაქის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვა; სასაწყობო მეურნეობის მოვლა-მოწესრიგება. სხვადასხვა ღონისძიებების თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის განხორციელება ხდება კონკრეტული ღონისძიების სპეციფიკისა და მისი ჩატარების ადგილმდებარეობის მიხედვით, დიდი ზომის ეკრანებით - მონიტორებით მომსახურება, სასცენო დეკორაციებით მომსახურება და სხვა. უკანონო ნაგებობების დემონტაჟი (კოდი: 2.9.9) უკანონო და უსახური შენობა–ნაგებობების არსებობა ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს და ზღუდავს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეებით სარგებლობას. ამავდროულად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობების შედეგად ხდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უკანონო ხელყოფა. დაგეგმილია გამოთავისუფლდეს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უკანონოდ მიტაცებული მიწის ნაკვეთები მასზე არსებული უნებართვო და უსახური შენობა – ნაგებობებისაგან, უკანონო და უსახური კონსტრუქციების დემონტაჟის გზით შენარჩუნდეს და მოწესრიგდეს დედაქალაქის იერსახე და გამოთავისუფლდეს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეები უკანონო შეზღუდვებისგან. სხვა უკანონო ქმედებების ზედამხედველობა. კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში (კოდი: 2.9.10; 2.9.11; 2.9.12; 2.9.13; 2.9.14; 2.9.15; 2.9.16; 2.9.17; 2.9.18; 2.9.19). ქვეპროგრამების ფარგლებში დაგეგმილია რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს რაიონის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას რაიონის მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. განხორციელდება არსებული სკვერების, სპორტული მოედნების და კორპუსებიდან სატრანსპორტო კვანძზე ჩამოსასვლელად კიბეების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელების აღდგენა – რეაბილიტაცია, დაზიანებული საყრდენი კედლების აღდგენა და ახლის მოწყობა, რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრების დახმარება. გაზიფიცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით ქ.თბილისის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას და დახმარების გაცემის პირობებს დაადგენს ქ.თბილისის მთავრობა. მწვავე ავარიული შენობების, ნაგებობების დემონტაჟი. საცხოვრებელი სახლების და მათი ელემენტების გამაგრება-შეკეთება: აივნები, პარაპეტები, კოლონები, კიბის უჯრედები, სადარბაზოს წინფარები, სახურავები და სხვა ღონისძიებები. ქალაქის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 2.10) ქ. თბილისის ტერიტორიაზე ისტორიული და მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების შესანარჩუნებლად სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება, ინფრასტრუქტურისა და გარემოს რეაბილიტაციის სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება, ქონების მართვისა და ეფექტური გამოყენების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა, ისტორიული უბნების შესწავლა და ქალაქგანვითარების პროექტების ხელშეწყობა, სხვადასხვა უბნებში ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობა, ქალაქის ისტორიული ნაწილის მოვლა-პატრონობისთვის ფინანსების მობილიზაციის შესაძლებლობების კვლევა და ოპტიმალური გამოყენება, კერძო ინვესტორების ჩართულობა და გადაუდებელი პროექტების განხორციელება, ქალაქის რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დანერგვის უზრუნველყოფა, ქალაქგანვითარებისთვის პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება და/ან განხორციელებაზე კონტროლი. 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები (კოდი: 2.11) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მიმდინარე წლის 13-14 ივნისს თბილისში მოხდარი ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის: სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარება; სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დროებითი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა; ჩამონატანი მერქნის დასამუშავებელი ღონისძიებების, სარწყავი სისტემების და ბალახის საფარის აღდგენა; დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის და სხვა სახის ფულადი დახმარებები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სხვადასხვა ღონისძიებები.
3. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება პრიორიტეტის განხორციელებით საგრძნობლად გაუმჯობესდება დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა და გარე-იერსახე, მცენარეთა ფიტო-სანიტარული და ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს თბილისის მწვანე საფარი. ახალი სკვერების მოწყობა და არსებულის რეკონსტრუქცია-რესტავრაციით დედაქალაქს შეემატება თანამედროვე ტიპის საერთო სარგებლობის დასასვენებელი კერები. მსოფლიოს და ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ცოცხალი კოლექციის შენახვა, როგორც საექსპოზიციო, ასევე საგანმანათლებლო მიზნით ხელს შეუწყობს ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის, როგორც შემეცნებისა და დასვენების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად ჩამოყალიბებას. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების ღონისძებები, თბილისის ზღვის გათევზიანება. გამწვანების ღონისძიებები (კოდი: 3.1) პროგრამის განხორციელებით საგრძნობლად უმჯობესდება დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, გარე-იერსახე და ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს თბილისის მწვანე საფარი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა პროექტები მათ შორის: ფერდობების, ბაღების, სკვერების მოვლა–პატრონობა; მცენარეთა შესყიდვა, (სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, ბუჩქები, ხე-მცენარეები); მწვანე თარგების მოწესრიგების მიზნით, მწვანე გაზონების მოწყობა (რულონი); ქ.თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მწვანე თარგებიდან სტრუქტურადარღვეული ნიადაგის ფენის მოშორება და მისი ნოყიერი და ყამირი ფენით შევსება; ხეების მოჭრა-გადაბელვა და კუნძების ამოღება-გატანა; ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეების მავნებელ დაავადებათა კვლევა, მონიტორინგი და მათ წინააღმდეგ ბრძოლის აგრო-ტექნიკური ღონისძიებები (გასხვლა, შეწამვლა); ზრდასრული ხე-მცენარეების გადარგვა და რეკულტივატორით გადარგული ხე-მცენარეების მორწყვა; სარწყავი ქსელების რეკონსტრუქცია და ახლის მოწყობა; სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა–რეაბილიტაცია; დენდრო პარკის რეაბილიტაცია; საბავშვო მოედნის კომპლექტების და სავარჯიშო მოწყობილობების შესყიდვა თანმდევი (მონტაჟი) მომსახურება; კაუჩუკის საფარიანი მოედნის მოწყობა–მონტაჟი; საპარკე ფურნიტურის მონტაჟი სარეკრეაციო ზონებში და სხვა ღონისძიებები. დასუფთავების ღონისძიებები (კოდი: 3.2) ქუჩების დაგვა-დასუფთავება, საყოფაცხოვრებო, მყარი და დიდი ზომის ნარჩენების, ქუჩების მონახვეტის შეგროვება და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება; თოვლცვენის დროს გზებისა და მოედნების გაწმენდისა და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოების ორგანიზება; ხევების, ფერდობების და მიწისქვეშა გადასასვლელის დაგვა დასუფთავება; საბილინგო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ღია ნაგავსაყრელი პოლიგონების სანიტარული ნორმების შესაბამისად დეზინფექცია-დერატიზაცია, შეზიდული ნარჩენების აღრიცხვა-კონტროლი და შემდგომში კონსერვაცია; ღია ნაგავსაყრელი პოლიგონების მოვლა-პატრონობა, დაცვა; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან და სხვა ღონისძიებები. თბილისის ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 3.3; 3.3.1; 3.3.2) მსოფლიოს და ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ცოცხალი კოლექციის შენახვა, როგორც საექსპოზიციო, ასევე საგანმანათლებლო მიზნით ხელს შეუწყობს ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის, როგორც შემეცნებისა და დასვენების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად ჩამოყალიბებას. პროგრამა მიზნად ისახავს: ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობას და ზოოლოგიური პარკის ბინადართა მოვლა-პატრონობას და განვითარებას; საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის და ბოტანიკური ბაღის შექმნას; ვიზიტორების უსაფრთხოებას; იშვიათი, ენდემური და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისათვის თავშესაფრის უზრუნველყოფას მათი დაცვის, კონსერვაციისა და რეპროდუქციის მიზნით; განათლების სხვადასხვა ასაკობრივი პროგრამების შემუშავებას და საზოგადოებაში სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ველური ბუნებისა და გარესამყაროს მიმართ; საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებას და გაწევრიანებას, რაც საშუალებას მისცემს ზოოლოგიურ პარკს და ბოტანიკურ ბაღს მიიღოს დროული ინფორმაცია და რჩევები უცხოელი კოლეგებისგან, გააგზავნოს თანამშრომლები სტაჟირებაზე ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად, გაამდიდროს და გააფართოვოს ცხოველებისა და მცენარეების კოლექცია. 4. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა მდგრადი ეკონომიკური განვითარების და ზრდის მისაღწევად, აუცილებელია ზრდის მაღალი ტემპების უზრუნველმყოფი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მიმზიდველი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შექმნას. აუცილებელია საერთაშორისო დონეზე და ქვეყნის შიგნით ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ერთის მხრივ, უზრუნველყოფს თბილისში არსებული საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების დემონსტრირებას, ხოლო მეორეს მხრივ, წარმოქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში; პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, როგორიცაა: ქალაქის ტურისტული შესაძლებლობათა რეალიზაცია, ტურისტული მიმზიდველობის გაზრდა და მარკეტინგული იმიჯის შექმნა; მეწარმეობის განვითარების მიზნით სხვადასხვა აქტივობები; თბილისის რაიონების განვითარების შესაძლებლობებისა და მათი კონკურენტუნარიანობის შეფასება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და უცხოურ ქალაქებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება (საერთო პროექტები, კონფერენციები, ფორუმები, სემინარები, სხვადასხვა შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და მათი თბილისში მასპინძლობა); მერიის სისტემაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სხვადასხვა თანამედროვე სისტემების დანერგვა; თანამედროვე მართვის სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან თავსებადი მართვის მრავალფუნქციური სისტემის დანერგვა; გრძელვადიანი ქალაქმშენებლობითი სტრატეგიის განსაზღვრა და ტერიტორიების სამშენებლო განვითარების მართვის ქმედითი ინსტრუმენტის შექმნა; ქალაქის სტრატეგიის დამუშავება, რომელიც დაეხმარება ქალაქს და მის მოსახლეობას გააკეთონ სტრატეგიული არჩევანი, რომელიც დაფუძნებული იქნება რესურსების სწორ ოპტიმალურ გამოყენებაზე და ა. შ. მეწარმეობის მხარდაჭერა (კოდი: 4.1) პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესისა და მეწარმეობისათვის (მ.შ. სოციალური მეწარმეობისათვის) ეფექტურად წარმართვისათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. პროგრამა ემსახურება სუბიექტების კვალიფიკაცია/კომპეტენციის ამაღლებას და ფინანსურ მხარდაჭერას. პროგრამა გულისხმობს არსებული ბიზნეს და სამეწარმეო გარემოს მუდმივ ანალიზს, დარგის მოთამაშეებთან მჭიდრო კომუნიკაციას, საჭიროებების დროული იდენტიფიკაციის და მათზე რეაგირების სისტემის შექმნას; მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინვესტიციო და იაფი ფინანსირების ინსტრუმენტების შეთავაზებას ან ხელმისაწვდომობის ზრდას, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მხარდაჭერას; მეწარმეობის სტიმულირებას და პოპულარიზაციას. თბილისის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია (კოდი: 4.3) პროგრამის მიზანია სტრატეგიის განსახორციელებლად საჭირო პროექტების, გეგმებისა და პროგრამების მომზადება, სპეციალური პროგრამის შემუშავება შესრულების ანალიზისა და მონიტორინგისთვის, შეხვედრების ორგანიზება და ა.შ. პროგრამა მიზნად ისახავს გამჭვირვალე მთავრობის ხელშეწყობას ციფრული პროექტებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გზით. ასევე, პროგრამა უზრუნველყოფს თბილისის რაიონების განვითარების შესაძლებლობებისა და მათი კონკურენტუნარიანობის შეფასებას, რომლის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება თითოეული რაიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. თბილისი - საერთაშორისო ქსელებსა და პროექტებში (კოდი: 4.4) ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციისა და ცნობადობის ამაღლება; ასევე, საზღვარგარეთ თბილისის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა; არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცება და ახალ პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება; ევროპულ ინიციატივებთან მიერთება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და უცხოურ ქალაქებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება (საერთო პროექტები, კონფერენციები, ფორუმები, სემინარები, სხვადასხვა შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და მათი თბილისში მასპინძლობა); "მერების შეთანხმებით" ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების, სუფთა, განახლებადი ენერგიების პოპულარიზების და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა. მერიის სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა (კოდი: 4.7; 4.7.2; 4.7.3; 4.7.4) პროგრამის მიზანია თანამედროვე მართვის სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან თავსებადი მართვის მრავალფუნქციური სისტემის დანერგვა, მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, თბილისის მერიის სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა. პროგრამაში გათვალისწინებულია შიდა აუდიტორული სისტემის გამართვა, სახელმწიფო შესყიდვების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მომსახურება და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სფეროში ტრენინგების ჩატარება. თბილისი-ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი (კოდი: 4.8) პროგრამის მიზანია ქალაქის ტურისტული შესაძლებლობათა რეალიზაცია, ტურისტული მიმზიდველობის გაზრდა და მარკეტინგული იმიჯის შექმნა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მობილური გიდის პროექტის პოპულარიზაციის მიზნით ღირსშესანიშნაობებზე ბარკოდების დატანა, თბილისის მარკეტინგული პროდუქტების განვითარება, ქალაქის ტურისტული ვებ-გვერდის ინფორმაციის პერიოდული განახლება. აღნიშნულ ღონისძიებებთან ერთად პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თბილისის პოპულარიზაცია, როგორც კინოგადაღებებისთვის მიმზიდველი ადგილი ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია (კოდი: 4.9) პროგრამის მიზანია ინვესტორთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობების რეალიზაცია. შესაბამისად: ა) პროგრამა უზრუნველყოფს ქ.თბილისის მერიის მუდმივ კოორდინაციას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დედაქალაქის მუნიციპალიტეტებთან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებთან ინვესტორთათვის ერთი ფანჯრის პრინციპით მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. დაინტერესებულ პირებს პროგრამა მიაწოდებს ინფორმაციას ქალაქისა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების, საინვესტიციო გარემოსა (რეგულაციებისა და პროცედურების ჩათვლით) და სხვა ეკონომიკური მონაცემების შესახებ და ასევე დაეხმარება წარმოქმნილი ბარიერების დაძლევაში; ბ) თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად მომზადდება საინვესტიციო პაკეტები დაინტერესებული ინვესტორებისთვის; გ) მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნება ინტერაქტიული ვებ-გვერდი, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერსებულ პირს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონულად; დ) ქალაქში შეიქმნება საინფორმაციო ქსელი (აეროპორტი, რკინიგზა, სასტუმროები, მუზეუმები, გასართობი ცენტრები და ა.შ.) შესაბამისი საინვესტიციო ბროშურებით; ე) თბილისის შესახებ ინფორმაცია განთავსება საერთაშორისო გამოცემებში; ვ) ქალაქს მიეცემა საშუალება საერთაშორისო საინვესტიციო გამოფენებსა და ფორუმებზე წარმოაჩინოს ქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობები, ასევე ორგანიზება გაუწიოს ადგილობრივ საინვესტიციო ფორუმებს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქალაქის წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობას და გამოცდილების ურთიერთ-გაზიარებას სხვადასხვა ქალაქებთან და საინვესტიციო ჯგუფებთან. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება (კოდი: 4.10) პროგრამა ითვალისწინებს მერიის სისტემაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სხვადასხვა თანამედროვე სისტემების დანერგვას. მათ შორის: პროექტების მართვის სისტემის დანერგვა, თბილისში საუნივერსიტეტო კლასტერის შექმნას, ხარისხის მართვის ISO - სისტემების დანერგვას, თბილისის ერთ-ერთი ქუჩის შერჩევას და მის განსაკუთრებულ „მწვანე“ სტატუსით პროექტირებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს: სპეციალურად შერჩეული ხეების დარგვას მიმდებარე ინფრასტრუქტურის „გამწვანებას“ (ფასადები, ტროტუარები, გზის საფარი და სხვა), ქუჩის საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვას ჰაერის დაბინძურების გაზომვის მიზნით, დაიწყება პროექტი „ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა“, პროექტი პილოტურია და მოიცავს: შენობის კარკასის ენერგოეფექტურ თბოიზოლაციას; ენერგოეფექტური თანამედროვე გათბობისა და ადგილობრივი წყალმომარაგების სისტემათა ინსტალაციას; განათების ენერგოეფექტური სისტემის ინსტალაციას; დაიწყება „QR კოდები - თბილისი“ - თბილისის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობების QR კოდებით აღჭურვა და სხვა. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (კოდი: 4.12) პროგრამის მიზანია დედაქალაქის მდგრადი განვითარება და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოთი უზრუნველოფა, გრძელვადიანი ქალაქმშენებლობითი სტრატეგიის განსაზღვრა და ტერიტორიების სამშენებლო განვითარების მართვის ქმედითი ინსტრუმენტის შექმნა. თბილისის ტერიტორიული დაგეგმვის ნორმატიულ სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება უზრუნველყოფს მისი, როგორც დედაქალაქისა და ეკონომიკური სამეცნიერო–კულტურული, სამრეწველო და პოლიტიკური ცენტრის მდგრად და უსაფრთხო განვითარებას. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქმშენებლობისა და ქალაქრეგულირების მეშვეობით განსაზღვრავს და უზრუნველყოფს დედაქალაქის ტერიტორიული განვითარების მიმართულებას, საზღვრების დადგენას, ტერიტორიულ ფუნქციურ დანიშნულებას და უფლებრივ ზონირებას, კომფორტული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებას ("ჯანმრთელი ქალაქი, მწვანე ქალაქი, კომპაქტური ქალაქი), საინჟინრო–სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და განვითარებას, ეკოლოგიურ მდგრადობას, დედაქალაქის ტერიტორიის საშიში ბუნებრივი და ტექნოგენური პროცესებისაგან დაცვას, დედაქალაქის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ნაწილების ურთიერთკავშირებს, არსებული საცხოვრებელი განაშენიანების რეორგანიზაციას, ისტორიულ გეგმარებითი სივრცითი თავისებურების შენარჩუნებას, ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას, რეკრეაციული საპარკო ზონების შენარჩუნებას. დედაქალაქის მოქმედი ე.წ. "პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა" სრულყოფილად ვერ ასრულებს "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ" საქართველოს კანონით ამ ტიპის დოკუმენტისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. დოკუმენტის მოქმედების პერიოდში მასში შეტანილმა ცვლილებებმა, ასევე დოკუმენტის პოზიციების იგნორირებით განხორციელებულმა მსხვილმაშტაბიანმა მშენებლობებმა აქტუალური გახადა სრულყოფილი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის მომზადება. თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი (კოდი: 4.13) პროგრამა მიზნად ისახავს თბილისში სტატეგიული ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებისა და რეალისტურობის განსაზღვრას, დარგობრივი ეკონომიკური მდგრადობის კვლევას და დასაბუთებას, მეწარმეთა გადამზადებას და მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას; თბილისში მოქმედ ან/და ასამოქმედებელ საწარმოებში ინვესტიციებისა და დაფინანსების მოზიდვა/გაზრდას; თბილისში მოქმედი ან/და ასამოქმედებელი საწარმოების საექსპორტო (მ.შ. შემომყვანი ტურიზმის დარგში) პოტენციალის და რეალიზაციის მოცულობის გაზრდას; საკონსულტაციო მომსახურების გაწევას მათ შორის საწარმოებსა და საინიციატივო ჯგუფებისათვის, სამეწარმეო საქმიანობის ეფექტიანობის მიღწევის თაობაზე რეკომენდაციების მიწოდებას, კვალიფიკაციის ამაღლების მომსახურების გაწევას; მათ შორის ტრენინგების, კონფერენციების და სხვა სახის შეხვედრების გამართვას; ბიზნეს-გეგმების, საინვესტიციო წინადადებების, კომერციული შეთავაზებების, საგამოფენო პაკეტების და ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სხვა პროდუქტების შექმნაში, პოპულარიზაციაში, წარდგენაში და განხორციელებაში მონაწილეობას, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; თბილისში მოქმედი ან/და ასამოქმედებელი საწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე კაპიტალის ბაზრების მონაწილეებთან ურთიერთობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; თავისი ან/და დამკვეთი/პარტნიორი ან/და კონტრაქტორი პირების სახელით საინფორმაციო და მედია საშუალებების გამოყენებით რეკლამირებას და სხვა მარკეტინგული საქმიანობას.
5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება პრიორიტეტი ითვალისწინებს ამხანაგობების გააქტიურებას საკუთარი და მერიის თანამონაწილეობით საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად. დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ძნელია მოქალაქეებმა საკუთარი სახსრებით მიხედონ საერთო სარგებლობის ქონებას. ფინანსური თანადგომით და თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებული პროექტებით და ღონისძიებებით მერია აქტიურად ეხმარება მოსახლეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საცხოვრებელი გარემო და ქმნის ხელსაყრელ პირობებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 5.1; 5.1.8; 5.1.9; 5.1.10; 5.1.11; 5.1.12; 5.1.13; 5.1.14; 5.1.15; 5.1.16; 5.1.17) დედაქალაქში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და მოსახლეობის დახმარების მიზნით, პროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: შენობის სახურავის შეკეთებას (ბრტყელი გადახურვა და ქანობიანი გადახურვა); ლიფტების მიმდინარე შეკეთებას; შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთებას; ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენების (არა ინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრას; სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთებას; ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირებას (წითელ ხაზებში მოქცევა); სადარბაზოების შიდა რემონტს; სადარბაზოს შესასვლელი კარების დამზადება-მონტაჟს; პანელოვან შენობებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციას; ავარიული შენობების გამაგრებას და სხვა ღონისძიებებს.
6. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის დახმარება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად. პრიორიტეტი ითვალისწინებს პროგრამებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა, გააუმჯობესოს ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარისხი და უზრუნველყოს საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური გარანტიების შესაბამისი ბენეფიციარებისათვის შეთავაზება; პრიორიტეტის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან გარანტირებული სოციალური დახმარებებით, მათი საჭიროებიდან გამომდინარე. ამ მიზნით განხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის: სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების ანაზღაურება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები, კომუნალურ გადასახადებზე დახმარება, მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობა და ა.შ. ამასთან, თბილისის რაიონული გამგეობებიდან ხორციელდება მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვადასხვა ღონისძიებები. ჯანმრთელობის დაცვა (კოდი: 6.1) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახლეობის ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური და სამედიცინო პირობების შექმნის მიზნით, განხორციელდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები, როგორიცაა: ონკოლოგიურ დაავადებათა შემცირების მიზნით პრევენციული ღონისძიებები, სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია, ,,c" ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება, ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებული პაციენტების (0-30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და სხვა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება (კოდი: 6.1.1) მოსახლეობისათვის კრიტიკულ მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომი, დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა და კონკრეტულ შემთხვევებში სტაციონარში გადაყვანა. ონკოპრევენციის პროგრამა (კოდი: 6.1.2) ქვეპროგრამა გულისხმობს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში: • ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლის (ჩათვლით) ასაკის ქალთა პოპულაციაში, 2 წელიწადში ერთხელ. აღნიშნული კომპონენტი მოიცავს: მამოლოგის გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით), ექოსკოპიურ გამოკვლევას საჭიროების დადასტურების შემთხვევაში. ხოლო პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ძუძუს ბიოფსიას შემდგომი ციტოლოგიური • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25 - დან 60 წლის (ჩათვლით) ასაკის ქალთა პოპულაციაში (3 წელიწადში ერთხელ). აღნიშნული კომპონენტი მოიცავს: გინეკოლოგის კონსულტაციას, პაპ–ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით. ნაცხში პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ტარდება გაღრმავებული გამოკვლევა: კოლპოსკოპიით დგინდება ცერვიქსული ინტრაეპითელიური დაზიანების აღმოჩენა და მისი შეფასება. • პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50 - დან 70 წლის (ჩათვლით) ასაკის მამაკაცთა პოპულაციაში. კომპონენტი მოიცავს: სისხლში პროსტატის კიბოს PSA სპეციფიური ანტიგენის გამოკვლევას წელიწადში ერთხელ. • კოლორექტული კიბოს სკრინინგი - 50 - 70 წლის (ჩათვლით) ასაკის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლებში. 2 წელიწადში ერთხელ; კომპონენტი მოიცავს: ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტარდება კოლონოსკოპიური სკრინინგი; კოლონოსკოპიის დროს პათოლოგიის დადგენისას ბიოფსია შედგომი ჰისტოლოგიური კვლევით. პროგრამით მოსარგებლეები არიან ქ. თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები. გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი (კოდი: 6.1.3) ქვეპროგრამა მიმართულია ქ.თბილისის მაშტაბით ეპიდსიტუაციის მართვისაკენ, ეპიდაფეთქებებისა და ეპიდემიების სახით ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციიასკენ. პროგრამა მოიცავს: • აქტიური და პასიური ეპიდზედამხედველობის განხორციელებას; • მოსახლეობის იმუნოპროფილაქტიკის ორგანიზების ხელშეწყობასა და მონიტორინგს; • ცხოველთა მიერ დაზარალებული მოსახლეობის ეპიდზედამხედველობას, ანტირაბიული სამედიცინო დახმარების მიწოდების ხელშეწყობას; • სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის ნოზოკომიური ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის რეკომენდაციების მიწოდებას; • დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას; • ეპიდემიოლოგიური მონაცემების რეგულარულ შეფასებასა და მონაცემთა ანალიზს; • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზებას. პროგრამით მოსარგებლეები არიან: ქ.თბილისში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები (კალენდარული და სტრატეგიული ხასიათის ვაქცინაციის გარდა). აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია (კოდი: 6.1.6) ქვეპროგრამა გულისხმობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 2-დან 15 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვებისათვის (F84 (ICD 10)): განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასებას, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენასა და განახლებას, და აღნიშნული გეგმის შესაბამისად, მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის მიერ მოსარგებლისათვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს 20, მინიმუმ ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსის მიწოდებას. პროგრამით მოსარგებლეები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით რეგისტრაციის მქონე 2-დან 15 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ძირითად დიაგნოზად გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) დაავადებათა საერთაშორისო განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზი. ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია (კოდი: 6.1.9) ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა. ქვეპროგრამა გულისხმობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ,,ნარკომანია“ ფარგლებში ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული მოსარგებლეების მკურნალობის თანადაფინანსებას. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან: ნარკომანიით დაავადებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები), რომელთაც გააჩნიათ სოციალურად დაუცველის სტატუსი (პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 70 000-დან 200 000-ის ჩათვლით, მ.შ. სომატურად მძიმე პაციენტები. ,,c" ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (კოდი: 6.1.12) ქვეპროგრამა ითვალისწინებს: • მოსარგებლეთათვის C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრას სწრაფი/მარტივი ტესტირების მეთოდით; • მოსარგებლეთათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე“ პროგრამის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების თანადაფინანსებას შემდეგი პრინციპით: „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდება დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულების 30%, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების - 60%-ით. პროგრამით მოსარგებლეები არიან: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირები და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ის პირები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ ქ. თბილისში. ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებული პაციენტების (0-30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (კოდი: 6.1.13) პროგრამა ითვალისწინებს 30 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას სავალდებულო/შესაძლო ჩვენების შემთხვევაში, შემდეგი დიაგნოზების დროს: მწვავე ლეიკემია; მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია; მწვავე მიელოიდური ლეიკემია; ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია; იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია; არა-ჰოჯკინის ლიმფომა; ჰოჯკინის ლიმფომა; მიელოდისპლაზიური სინდრომი; აპლასტიური ანემია; ჰისტიოციტოზი; თალასემია. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოში არ ხორციელდება და წარმოადგენს საკმაოდ ძვირადღირებულ პროცედურას, რის გამოც დაავადებული პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან თერაპიულ მკურნალობას უსახსრობის გამო ხშირად არიან განწირულები ლეტალური გამოსავლისთვის. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაუმეტეს 200 000 ლარისა ერთი ბენეფიციარისათვის. პროგრამით მოსარგებლეები არიან ქ.თბილისში რეგისტრირებული ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 0-30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები. სოციალური დაცვა (კოდი: 6.2) ქვეყანაში სიღარიბის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრისა და სოციალური რისკების განეიტრალების მიზნით სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსება. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად განახლებადი მონაცემთა ბაზების შესაბამისად, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტირებულ ოჯახებს (70000-ზე და 100000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები) და სხვა კატეგორიის მოქალაქეებს გაეწევათ სოციალური დახმარებები, მომსახურებები და შეღავათები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ეფექტიანი და სოციალური დახმარების სისტემის განვითარებით მოწყვლადი ჯგუფების აუცილებელი სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა; შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა; ხანდაზმულთა, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ პირთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია; საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების ანაზღაურება; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები; მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობა და ა.შ. ამასთან, თბილისის რაიონული გამგეობებიდან ხორციელდება მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვადასხვა ღონისძიებები. კომუნალური სუბსიდირება (კოდი: 6.2.1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ კომუნალურ სუბსიდიას და ფულად დახმარებას, ხოლო ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სხვა ოჯახები კომუნალურ სუბსიდიას. კომუნალური სუბსიდიის დარიცხვის წესი და ოდენობა განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება (კოდი: 6.2.2) ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარება სახელმწიფოსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. იუნისეფის 2013 წლის კვლევის შესაბამისად ბავშვების სიღარიბე 25%-დან გაიზარდა 27 %-მდე, გარდა აღნიშნულისა ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ქვეყანაში, და კერძოდ ქ.თბილისში მრავლადაა მცირე შემოსავლის მქონე ოჯახები, აქედან გამომდინარე, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი ბავშვი) 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა 50 ლარის ოდენობით. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება (კოდი: 6.2.3) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა – `სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა ყოველ მე-3, მე-4, მე-5 და მეტ ახალშობილზე. ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა მე-3 ახალშობილზე - 800 ლარის ოდენობით, მე-4 ახალშობილზე - 1000 ლარის ოდენობით, მე-5 და ყოველ შემდეგ ახალშობილზე 1500 ლარის ოდენობით. განცხადების საფუძველზე თანხა დაერიცხება იმ შემთხვევაში თუ ოჯახი ბავშვის დაბადების თვეს ფიქსირდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამის თვეში მოწოდებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაცია და თბილისში რეგისტრირებული ბავშვებისათვის საზაფხულო კულტურულ-გამაჯანსაღებელი ბანაკების მოწყობა (კოდი: 6.2.4; 6.2.4.1; 6.2.4.2) ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ შშმ პირები მუდმივად იმყოფებიან ჩაკეტილ გარემოში, აღნიშნული ბენეფიციარები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ყველა მომსახურებას ღებულობენ ერთ შენობაში, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და ქმნის ასევე მათი საზოგადოებისგან იზოლაციის წინაპირობას. ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება შესაძლებელია ბენეფიციარების სათემო ორგანიზაციებიდან დროებით გამოყვანის და მათი საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე დასვენების უზრუნველყოფას. საქართველოში, მათ შორის თბილისში ბევრ ოჯახს, მითუმეტეს სოციალურად დაუცველებს, არ აქვს საშუალება საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაასვენონ ბავშვები, ამიტომ ძალზე აქტუალურია ბავშვების საზაფხულო კულტურულ-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების მოწყობა. ბანაკებში ჩატარდება შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები და საღამოები, ექსკურსიები, ლაშქრობები. ამ ბანაკების მიზანია ბავშვების ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, აქტიური დასვენება. ბენეფიციარების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს. 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება (კოდი: 6.2.5) ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმული მოქალაქეების პატივისცემა, მათი თანადგომა და მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა აქტუალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ ბენეფიციართა რაოდენობა ძალზედ მცირეა. თანხა გაიცემა ყველა იმ ბენეფიციარზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდება 100 და მეტი წელი (საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში ბენეფიციარის კუთვნილი თანხა გადაეცემა მის ოჯახს). სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსება (კოდი: 6.2.6; 6.2.6.1; 6.2.6.2; 6.2.6.3; 6.2.6.4) ქვეპროგრამა მიზნად ისახავს სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის: ა) 18 წლამდე ასაკის მოსწავლის სწავლების ღირებულების ანაზღაურება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ბ) 18 წლამდე ასაკის მოსწავლის სწავლების ღირებულების ანაზღაურება ხელოვნების სკოლების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვის სწავლების ღირებულების ანაზღაურება სპორტული სკოლების და საცურაო აუზების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. მეტროთი და ავტოტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის უკონტაქტო პლასტიკური ბარათების შესყიდვა, ინიციალიზაცია, ბენეფიციარებისათვის პლასტიკური ბარათების გაცემის სერვისცენტრის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა, სერვისცენტრის თნამშრომელთა შრომის ანაზღურება და სხვა ღონისძიებები. სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება (კოდი: 6.2.7) განხორციელდება თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების (70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) წევრების გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების დაფინანსება, უზედამხედველო მიცვალებულების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება დაფინანსება. ყრუ ინვალიდთათვის თარჯიმან-დაქტილოლოგების მომსახურებით უზრუნველყოფა (კოდი: 6.2.8) ქვეპროგრამის ამოცანაა ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეების სოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეების თარჯიმან-დაქტილოლოგებით მომსახურება. სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები (კოდი: 6.2.9) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თბილისში რეგისტრირებული უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სტაციონარული, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების და სხვა სოციალური დახმარების სერვისების უზრუნველყოფა სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის ომის ვეტერანების დახმარება (კოდი: 6.2.10) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასების, თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა. საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება (კოდი: 6.2.11) ქვეპროგრამის მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფით მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური აქტივობის ამაღლება. ღონისძიებები: 1. „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსით გადაყვანისას - 0,5 ლარი, ხოლო საბაგირო გზით გადაყვანისას - 1,0 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფში“ დადგენილ კატეგორიას - ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს ორი მგზავრობის ანაზღაურება). 2. მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც სარგებლობენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილი ფასდაკლების სისტემით, ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება. 3. M2 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთჯერადი მგზავრობის ფასის გათვალისწინებით, შეღავათიანი (ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 4 მგზავრობის უფლებით), 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის შემთხვევაში ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის შესავსებად თანხების ანაზღაურება (ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 0,65 ლარიანი მგზავრობის ფასის შემთხვევაში შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება) თბილისში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიების მოქალაქეებისათვის: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავები, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში; გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები; ე) მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრები; ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.“ მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობა (კოდი: 6.2.13) თბილისში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულთა საზოგადოებაში ინტეგრაცია. დღის ცენტრის ტერიტორიაზე 145 მარტოხელა ხანდაზმულისათვის დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო, გამოყენებით და გასართობ პროგრამებში მონაწილეობა. უფასო სასადილოებით მომსახურება (კოდი: 6.2.14; 6.2.14.6; 6.2.14.7; 6.2.14.8; 6.2.14.9; 6.2.14.10; 6.2.14.11; 6.2.14.12; 6.2.14.13; 6.2.14.14; 6.2.14.15) რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა დახმარება. რაიონში მცხოვრებ ბენეფიციართა რაოდენობის დაზუსტება და მათი უფასო კვებით უზრუნველყოფა. გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ღონისძიებები (კოდი: 6.2.15; 6.2.15.7; 6.2.15.8; 6.2.15.9; 6.2.15.10; 6.2.15.11; 6.2.15.12; 6.2.15.13; 6.2.15.14; 6.2.15.15; 6.2.15.16) რაიონში მცხოვრები, გარდაცვლილ მეომართა ოჯახების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარება. განხორციელდება: რაიონში მცხოვრებ მეომართა და გარდაცვლილ მეომართა ოჯახების საინფორმაციო ბაზის შექმნა; გარდაცვლილ მეომართა ოჯახებისათვის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა 350 ლარის ოდენობით. დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაცია (კოდი: 6.2.16; 6.2.16.7; 6.2.16.8; 6.2.16.9; 6.2.16.10; 6.2.16.11; 6.2.16.12; 6.2.16.13; 6.2.16.14; 6.2.16.15; 6.2.16.16) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება: რაიონის ტერიტორიაზე დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა, სხვადასხვა მიზეზით (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების შედეგად) ავარიული და საცხოვრებლად საშიში შენობებიდან გამოყვანილი ან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია); ასევე, უსახლკაროდ დარჩენილ პირებზე, რომლებმაც საცხოვრებელი სადგომი დაკარგეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ომის ვეტერანების დახმარება რაიონებში (კოდი: 6.2.17; 6.2.17.7; 6.2.17.8; 6.2.17.9; 6.2.17.10; 6.2.17.11; 6.2.17.12; 6.2.17.13; 6.2.17.14; 6.2.17.15; 6.2.17.16) ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასება და მათი მორალური მხარდაჭერა. ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება და მათი დახმარება. სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში (კოდი: 6.2.18 ; 6.2.18.7; 6.2.18.8; 6.2.18.9; 6.2.18.10; 6.2.18.11; 6.2.18.12; 6.2.18.13; 6.2.18.14; 6.2.18.15; 6.2.18.16) მიზანია რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმწეო მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესება. განხორციელდება რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების შემწეობები და დახმარებები. შემოსული განცხადებების საფუძველზე სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პრობლემების შესაძლებლობების ფარგლებში დაფინანსება. წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება რაიონებში (6.2.20; 6.2.20.1; 6.2.20.2; 6.2.20.3) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახლად შემოერთებული ტერიტორიები საჭიროებს ქალაქის ინფრასტრუქტურის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. პირველ რიგში ეს ეხება აღნიშნულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის და სამომავლოდ ახალი ობიექტებისათვის და შენობა-ნაგებობებისათვის სასმელი წყლის მისაწვდომობას, სისუფთავეს და უსაფრთხოებას. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალსადენის ქსელების მოწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით ქ.თბილისის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და დახმარების გაცემის პირობებს დაადგენს ქ.თბილისის მთავრობა. მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობა (კოდი: 6.2.21) ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბოლო წლების განმავლობაში მომრავლდა თბილისში მცხოვრები იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც თავშესაფრის არქონის გამო უწევთ ქუჩაში ღამის გათევა. ამ მოქალაქეებისათვის პრობლემას წარმოადგენს, როგორც თავშესაფრის არქონა, ისე ყოველდღიური საკვებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის საჭირო მედიკამენტებისა თუ სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო თანხის მოპოვება, უმუშევრობა. მიუსაფარი ბავშვებისათვის პრობლემას წარმოადგენს განათლების არქონაც. ქვეპროგრამის მიზანია, აღნიშნული მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფა, მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, პირველადი სამედიცინო მომსახურებითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა. სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (კოდი: 6.2.22) სოციალურად დაუცველი 0-150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მატერიალური დახმარება. თანხების ჩარიცხვა განხორციელდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე ოჯახის უფლებამოსილი პირის ანგარიშზე. ,,ვორლდ ვიჟენის" სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსება (კოდი: 6.2.23) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სოციალურად დაუცველი დედებისა და მათი ოჯახების გაძლიერებისაკენ მიმართული დამხმარე სერვისების განვითარებას. დღის ცენტრი ერთდროულად გათვლილია სოციალურად დაუცველ 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვზე. სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედებისა და ორსულებისათვის საინფორმაციო–საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომელიც მიზნად ისახავს მათი ცნობიერების ამაღლებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით. ცენტრში ბენეფიციარების ჩარიცხვა ხორციელდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების შეფასების და თბილისის მეურვეობა/მზრუნველობის ორგანოს რეგიონალური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება (კოდი: 6.2.24) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა. სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება (კოდი: 6.2.25) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 100000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახების ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარების გაწევა. შინმოვლის თანადაფინანსება (კოდი: 6.2.26) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და 4 საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად ხორციელდება თბილისში, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული საწოლს ან სახლს მიჯაჭვული ადამიანების დახმარება–შინმოვლა. პროგრამის მთავარი მიზანია თბილისში შინმოვლის პაციენტების და მათი ახლობლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება კვალიფიციური შინმოვლის მომსახურების მიწოდებით. შინმოვლა გულისხმობს პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას (პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მონიტორინგი), მათ დამოუკიდებლობის და დაკარგული უნარ–ჩვევების შენარჩუნება/აღდგენას, რესურსებისა და უნარების გამოვლენას და ფსიქო–სოციალურ დახმარებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა (კოდი: 6.2.28) ქვეპროგრამა გულისხმობს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა საჭიროებებისა და აქტივობების ხელშეწყობის უზრუნველყოფას. კერძოდ: შშმ პირებში კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; შშმ პირთა განათლებისა და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა; შშმ პირების სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა.
7. განათლება საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს დედაქალაქის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. ურბანული კულტურის განვითარებასა და საერთაშორისო შემოქმედებით–საგანმანათლებლო პროცესებში აქტიურ ჩართვას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა. სკოლამდელი განათლების სისტემის მართვა და განვითარება (კოდი: 7.1) სკოლამდელი განათლების განვითარების სისტემის სტრატეგიული მიზანია, სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი. პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, ააიპ ქ.თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწას, სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას და სხვა. სკოლამდელი განათლების მართვის სისტემის გაუმჯობესება (კოდი: 7.1.1) სკოლამდელი განათლების განვითარების სისტემის სტრატეგიული მიზანია, სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. რაც გულისხმობს სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობას, სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვას და განხორციელების ხელშეწყობას, ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას, რომლებიც ორიენტირებული იქნება აღსაზრდელების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან თანამშრომლობას, რომლებიც მუშაობენ სკოლამდელი განათლების განვითარების მიმართულებით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა (კოდი: 7.1.2) პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხავადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა მათ შორის: მოსკოვის პრ 5 კვ-ში, მანჯგალაძის ქ-ზე, ონაშვილის ქ. -ზე, ქვემო ფონიჭალაში, გლდანის I მკრ-ში, მიტინგის ქ-ზე, ვაშლიჯვარი ზონ 2-ში და წინამძღვრიშვილის ქ.#100-ში. ბაღების ეზოების კეთილმოწყობა. არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა, დახურული ბაგა-ბაღების შენობების რემონტი და შენობებში ახალი ბაღების დაფუძნება/განთავსება). ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ზემოაღნიშნული ღონისძიებების შეუფერხებლად გატარების მიზნით, სააგენტოს მიერ მართვის ფუნქციების განახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და სხვა. ზოგადი განათლების სისტემის ხელშეწყობა (კოდი: 7.2) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობა. საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და საზოგადოების თანამონაწილეობის ხელშეწყობა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მომსახურება, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და რაიონული გამგეობის ღონისძიებებისთვის ვებ-დიზაინით საბეჭდი მასალის დიზაინით. ვიდეო-დიზაინითა და ფოტო-დიზაინით უზრუნველყოფა. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ მედია სივრცესა და სოციალურ ქსელებში საინფორმაციო რგოლების განთავსება და კამპანიის წარმოება. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა. ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა (კოდი: 7.2.1) ქვეპროგრამის მიზანია საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობის გზით, მოზარდების ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, შრომის ბაზარის მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დემოკრატიული გარემოს შექმნის ხელშეწყობა. რაც ითვალისწინებს სასკოლო სასწავლო გეგმითა და ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას, მათ ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში. ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვრება პრიორიტეტიული მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პროექტების დაფინანსება. კერძოდ, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, ეკოლოგიური და სხვა პროგრამები. საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობა (კოდი: 7.2.3) თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მომსახურება; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და რაიონული გამგეობის ღონისძიებებისთვის ვებ-დიზაინი; საბეჭდი მასალის დიზაინი; ვიდეო-დიზაინი; ფოტო-დიზაინი და სხვა. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება (კოდი: 7.2.4) საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, მედია-სივრცესა და სოციალურ ქსელებში საინფორმაციო რგოლების განთავსება და კამპანიის წარმოება და სხვა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა (კოდი: 7.2.7) მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, სკოლები ვერ უზრუნველყოფენ შშმ მოსწავლეებისათვის შესაბამისი ფიზიკური გარემოს მოწყობას, გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს სკოლამდე მისვლის საკითხიც. შესაბამისად, ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება შშმ მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ბარიერების მოხსნას და შშმ მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრირებას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შშმ მოსწავლეებისათვის ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება. სკოლამდე გადაადგილების პრობლემის მოგვარება ხელს შეუწყობს მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაციას. ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 7.3; 7.3.1; 7.3.2) თბილისის მთავარი ბიბილიოთეკის (36 ფილიალი თბილისის სხვადასხვა უბანში და შემოერთებული ტერიტორიების 5 ბიბლიოთეკა) და თბილისის მედიათეკების გაერთიანების (ვაკის და ვარკეთილის ფილიალი) ხელშეწყობა კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით, სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია. მათ შორის: მოძველებული ბიბლიოთეკების განახლება, თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვა, ახალი მეთოდების დანერგვა - კომპიუტერიზაცია, მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება, მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება, სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება, ახალი თაობის დაინტერესება წიგნით და საზოგადოების განათლებისთვის საჭირო ინფორმაციით. ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გამართვა ბიბლიოთეკების პოპულარიზაციისათვის, რათა ბიბლიოთეკა და მედიათეკა აღიქმებოდეს ერთიან კულტურულ კერად. პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 7.4) სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფებისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პირობების შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შრომის ბაზრის მოთხოვნების ადექვატური ადამიანური რესურსების განვითარების, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების პრობლემების მოგვარებისათვის. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებას ენიჭება. ახალ გარემო პირობებთან უკეთესი ადაპტაციისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების მიმართულებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, რაც გულისხმობს მასტერკლასების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სასწავლო-შემეცნებითი ექსპედიციების მოწყობას. მოხდება საგანმანათლებლო ინიციატივების წახალისება და განხორციელების ხელშეწყობა. ასევე, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება საგანამანთლებლო ორგანიზაციების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა. უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება (კოდი: 7.5) სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფებისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პირობების შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შრომის ბაზრის მოთხოვნების ადექვატური ადამიანური რესურსების განვითარების, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების პრობლემების მოგვარებისათვის. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებას ენიჭება. ახალ გარემო პირობებთან უკეთესი ადაპტაციისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მოხდება პროფესიული განათლების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა. პროფესიული და ზრდასრულთა განათლების მიმართულებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტები. აღნიშნული სტრატეგიისა და პროგრამების შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა, მნიშვნელოვანი იქნება არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 7.5.1) უწყვეტი განათლების პრინციპების რეალიზების საქმეში, ტრადიციული უწყვეტი პროფესიული განათლების პარალელურად, დიდი მნიშვნელობა ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებას ენიჭება. განხორციელებული პროგრამების კუთხით პრობლემას წარმოადგენდა მისი შექმნის არაკვალიფიცირებული პროცედურები, გამჭვირვალობისაა და ანგარიშვალდებულების ასევე ხარისხის მართვის კომპონენტის არ არსებობა, მონაწილეთა შერჩევის ბუნდოვანი მექანიზმები და პროცედურები. პროგრამის მიზანია დედაქალაქის სოციალურ-ეკომიკური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. მოხდება, საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით (სამოქალაქო და სამართლებრივი განათლება, ეკოლოგია, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ა.შ.), საგანმანათლებლო ინიციატივების წახალისება. ასევე, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდულ-საგანამანთლებლო ორგანიზაციების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე, მოხდება წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით. იურიდიული კლინიკა (კოდი: 7.5.2) შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური რესურსის შექმნისთვის მნიშნველოვანია ტრენინგების, კონსულტაციისა და სტაჟირების ერთიანი სისტემის დანერგვის გზით პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, უწყვეტი განათლების ხელშეწყობა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური რესურსის შექმნა. შესაბამისად, იურიდიული კლინიკის ფარგლებში განხორციელდება მოქალაქეთა კონსულტაცია და სამართლშემოქმედების პროცესში პროგრამის მონაწილეთა ჩართვა, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების სტაჟირების უზურნველყოფა და პროფესიაში შესვლის ხელშეწყობა. გარდა ამისა, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების სხვადასხვა ფოკუსჯგუფებისთვის სატრენინგო პროგრამების შემუშავება და ამ პროგრამების შესაბამისად ტრეინინგების ჩატარება, ასევე ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება და სხვა ღონისძიებები. სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისათვის (კოდი: 7.5.3) ქვეპროგრამის მიზანია, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დახმარება შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევისა და ღირსეული დასაქმებისათვის. დასახული მიზნის მიღწევისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში შემდეგი საქმიანობები განხორციელდება: 1) სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფარვა 100%-ის ფარგლებში (სახელმწიფოს მიერ აღიარებული გრანტის ფარგლებში), საჭიროებების შესაბამისად; 2) დაფინანსების საკითხის გადაწყვეტის მექანიზმებისა და პროცედურების გაუმჯობესება (თანადაფინანსების კომპონენტის წახალისება, სწავლის ხარისხის ამაღლების სტიმულირება და სხვა); 3) სტუდენტების ანგარიშვალდებულების სისტემის ფორმირება და განვითარება; 4) დასაქმების ბაზართან დაახლოების სტიმულირების მექანიზმების ფორმირება და ამოქმედება; 5) გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დედაქალაქის განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით სხვადასხვა პროფესიებზე სწავლების სტიმულირება. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (კოდი 7.6) პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა და ამ მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნა. მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბებისა დ სტუდიების შექმნის ხელშეწყობა, მოსწავლე-ახალგაზდობის შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების პროგრამების განხორციელება. პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ზემოაღნიშნული ღონისძიებების შეუფერხებლად გატარების მიზნით, სასახლის მიერ მართვის ფუნქციების განსახორცილებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სხვა.
8. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; თბილისის კულტურის სფეროს კვლევა, ანალიზი და განვითარების კონცეფციის შემუშავება. თბილისის ჩართვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრების ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების, ასევე აქ დასაქმებულ პირთა ფინანსური პირობების გაუმჯობესება; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები; სპორტის სხვადასხვა სახეობის, საქართველოს ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობა; სპორტული დაწესებულებების ბაზების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია თბილისის ყველა უბანში; ახალგაზრდების სხვადასხვა ასპარეზზე მხარდაჭერას და მათი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 8.1; 8.1.1; 8.1.2; 8.1.3; 8.1.4; 8.1.5; 8.1.7; 8.1.8) თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა გულისხმობს ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თეატრების არსებული მდგომარეობის შეფასებას, თითოეული თეატრის მოთხოვნის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით მათ დახმარებას, სპექტაკლების დადგმისა და ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯების ანაზღაურებით მათი რეპერტურის განახლებას. თეატრალური წარმოდგენების სახით საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების ტენდენციების გამოკვეთა, საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის, საინტერესო, თამამი და ხარისხიანი თეატრალური ნამუშევრებით თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება ხელს შეუწყობს მოსახლეობის კულტურულ განვითარებას, თბილისისთვის საერთაშორისო კულტურული და ტურისტული სტატუსის მოპოვებასა და მის მიმართ დაინტერესების ზრდას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ადგილობრივი მნიშვნელობის თეატრების (ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, თეატრი ,,გლობუსი“, "სამეფო უბნის თეატრი") სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, რეპერტუარის განახლების, სადადგმო და ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯების დაფარვა; თბილისის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, თეატრალური ხელოვნების და ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა; თბილისის მუნიციპალური თეატრებისთვის ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების მეთოდოლოგიის შემუშავება, ინკლუზიური თეატრალური დასის შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა, თეატრების აფიშებისათვის სტენდების მომზადება მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს თეატრებისა და მათი წარმოდგენების ცნობადობის ზრდასა და მაყურებლის მოზიდვას. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა (კოდი: 8.2) სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა, მათ შორის: სახელოვნებო განათლების არამოთხოვნადი სპეციალობების (ქართული ხალხური საგუნდო და მუსიკალური საკრავები - სასულე და სიმფონიური ორკესტრების - ვიოლინო, ვიოლენჩელო, ჩელო, კონტრაბასი, არფა, ფლეიტა, კლარნეტი, ვალტორნა, საქსაფონი, საყვირი, დასარტყამი ინსტრუმენტები, ტრომბონი და სხვა) შენარჩუნების მიზნით: ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლაში - საორკესტრო ინსტრუმენტების სპეციალობით მოსწავლეთა უფასო სწავლება; შოთა შანიძის სახელობის N20 ხელოვნების სკოლაში - საორკესტრო ინსტრუმენტების სპეციალობით მოსწავლეთა უფასო სწავლება; ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N28 ხელოვნების სკოლაში - ქართული ხალხური საგუნდო ხელოვნების განყოფილებაზე მოსწავლეთა უფასო სწავლება; ჰამლეტ გონაშვილის სახელობის N29 ხელოვნების სკოლაში - თანამედროვე და ტრადიციული მიმდინარეობის განხრით მოსწავლეთა უფასო სწავლება; თბილისის ხელოვნების სკოლების და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეების და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით); ხელოვნების სკოლების და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების და მასწავლებლების ყოველწლიური საიუბილეო და საანგარიშო შემოქმედებითი კონცერტებისა და გამოფენების მოსაწყობად (შემოქმედებითი აქტივობები/პროექტები/პროგრამები) დარბაზის იჯარა; ტრენინგები, ვორქშოპები, სემინარები, სასწავლო ტურები, მასწავლებელთა გადამზადება. სასწავლო-საგანმანათლებლო მასალების მომზადება-გამოცემა, სასწავლო გეგმები, პროგრამები, სასწავლო სახელმძღვანელოები, (ხელოვნების სკოლებისთვის, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისთვის - მოსწავლეები, მასწავლებლები); ხელოვნების სკოლების და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საქალაქო, რესპუბლიკურ, საერთაშორისო კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში (კონფერენციები, კონკურსები, ფესტივალები) მონაწილეობა და სხვა. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების განვითარება და პოპულარიზაცია (კოდი: 8.3; 8.3.1; 8.3.2; 8.3.3; 8.3.4; 8.3.5; 8.3.6; 8.3.7; 8.3.8; 8.3.9; 8.3.10; 8.3.11) ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე მუზეუმების მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ორგანიზებული ექსკურსიების მოწყობა, ახალგაზრდების სულიერი აღზრდის ხელშეწყობა, მუზეუმების ფონდების სპეც. ინვენტარით აღჭურვა, ფონდების მოწესრიგება-აღწერა, მოძრავი ექსპოზიციებისა და გამოფენების მოწყობა, მუზეუმში დაცული საგანძურის დაცვის პირობების გაუმჯობესება და ტექნიკური პრობლემების მოგვარება; მუზეუმების საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის გააქტიურება კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებითა და გაძლიერებით; პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების (ი.ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ზ.ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, ნ.ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, მ.ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი, გ.ტაბიძის სახლ-მუზეუმი, ვ.ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმი, მ.კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი, ს.წერეთლის სახლ-მუზეუმი, ქ.თბილისის თოჯინების მუზეუმი, ე.ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეა) მოვლა-პატრონობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; მუზეუმების პოპულარიზაციის და განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მუზეუმების საქმიანობის განვითარებას, მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და პოპულარიზაციას. ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარება (კოდი: 8.4; 8.4.1; 8.4.2; 8.4.3; 8.4.4) თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით საკონცერტო ორკესტრის “ბიგ-ბენდი” ხელშეწყობა კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით; ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ხელშეწყობა, ქართული ფოლკლორის დარგების შესწავლა და პოპულარიზაცია კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით, ფოლკლორული ფესტივალების ჩატარება; თბილისის პანთეონების (მთაწმინდა, დიდუბე, ხოჯევანქი) მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია - მისი როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის ძეგლის წარმოჩინება და კულტურულ ტურიზმში ჩართვა, ხელოვნების ძეგლების მშენებლობა-აღდგენა, მუნიციპალური კულტურის დაწესებულებების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, დეფექტური აქტების შედგენა, გაზიფიცირება, მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა-რესტავრაცია, ტექნიკური აღჭურვა, აუდიტორული მომსახურება, ინვენტარიზაციის ჩატარება-გატანა, ხელოვნების სკოლების და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების კომუნალური ხარჯები და სხვა. კულტურის ღონისძიებები (კოდი: 8.5) დედაქალაქის კულტურული ცხოვრება ყოველთვის გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და ღონისძიებათა სიმრავლით, რაც ხელს უწყობს როგორც ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი იდეების რეალიზებას, ისე თბილისისთვის განსაკუთრებული კულტურული სტატუსის დამკვიდრებას მთელ კავკასიაში. პროგრამა ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენასა და მათი შემოქმედების ხელშეწყობას, მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების გზით ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ღვაწლმოსილი ხელოვანების სათანადოდ დაფასებასა და მათი შემოქმედებით საღამოების ორგანიზებას. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უცხოეთში დედაქალაქის საუკეთესო იმიჯის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა და დაძმობილებულ ქალაქებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება-გაფართოებაა. ამ მიზნით გათვალისწინებულია სპეციალური გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება, ყველაფერი ეს კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მსოფლიო კულტურულ რუკაზე თბილისის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. პროგრამის კიდევ ერთი პრიორიტეტი სახელმწიფო სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნაა, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ტრადიციების მაქსიმალური შენარჩუნება, რათა სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემო შეიქმნას როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც. ეს კი დღესასწაულების დღეებში სხვადასხვა ჟანრის მრავლფეროვანი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორების შემოქმედების პოპულარიზაციას. მოხდება მათი ნამუშევრების გამოქვეყნება, სხვადასხვა თეატრისა თუ დამოუკიდებელ რეჟისორს შესაძლებლობა მიეცემა, განახორციელოს თავისუფალი თეატრალური პროექტები სხვადასხვა სცენაზე. ამ მიმართულებით ხელოვანების ინტერესი და პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში მათი ჩართულობა ყოველწლიურად იზრდება, რაც განაპირობებს დედაქალაქში სახელოვნებო სფეროს სხვადასხავა წარმომადგენელთა შემოქმედების მაქსიმალურ რეალიზებას. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 8.6 ) თბილისში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება - პოპულარიზაცია, თბილისის ნაკრების, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ და თბილისის ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა. მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება, აღდგენა, მშენებლობა; სპორტული ღონისძიებები (კოდი: 8.6.1) ქვეპროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე თბილისის ნაკრები გუნდების წევრთა მიერ საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელშეწყობა; მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნული და თბილისის ფედერაციების, წყალბურთის და კალათბურთის ხელშეწყობა მწვრთნელთა მხარდაჭერა (კოდი: 8.6.2) ბავშვთა ჯგუფებთან მომუშავე მწვრთნელ-მასწავლებელთა მატერიალური წახალისება ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გაზრდის მათ დაინტერესებას სასწავლო-საწვრთნო პროცესის ჩატარების მიმართ და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საშეჯიბრო პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს დედაქალაქის სპორტის სხვადასხვა სახეობებში მწვრთნელ-მასწავლებლების მიერ პერსპექტიული მოზარდებისა და ახალგაზრდების მოძიებას, მათ ჩაბმას სპორტულ ჯგუფებში და მაღალი შედეგების მიღწევას. სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია (კოდი: 8.6.3) ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი თბილისის ყველა უბანსა და ეზოში ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფართო მასებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სპორტის პოპულარიზაციას. ქალაქში უკვე ფუნქციონირებს 600-მდე სპორტული მოედანი. ქვეპროგრამის ფარგლებში თბილისის ათივე რაიონში მოეწყობა გარე გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები და სხვა. სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მშენებლობა (კოდი: 8.6.4) ქვეპროგრამა შექმნილია თბილისში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, რომელშიც საუკეთესო სავარჯიშო პირობები ექნებათ დამწყებ და პროფესიონალ სპორტსმენებს. ამასთან, ყალიბდება საუკეთესო პირობების მქონე სპორტული ინფრასტრუქტურა ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარებისათვის. სპორტული დაწესებულებების ბაზების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა, ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების უკეთეს პირობებში ჩატარებას, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სპორტული ობიექტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რაც, შესაბამისად, დადებითად აისახება სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. თბილისის მთავრობის დაქვემდებარებაში (მთავრობის 100%-იანი წილით დაფუძნებული) 12 სპორტული ცენტრია, რომლებიც თვითდაფინანსების პრინციპით ფუნქციონირებს. აღნიშნული ცენტრების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანას მერია ახორციელებს ეტაპობრივად. სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, არსებული სტანდარტების შენარჩუნების და მომსახურების სერვისების გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია ცენტრების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა. ხსენებული სუბსიდირება დედაქალაქის სპორტული ცენტრების ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუდმივად განაახლოს ინფრასტურქტურა, დამსახურებულად წაახალისოს ტექნიკური პერსონალი, მწვრთნელები და აღსაზრდელები, რაც საბოლოო ჯამში აამაღლებს მათი შრომის ნაყოფიერებას და გაზრდის სპორტული მიღწევების რიცხვს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული სპორტული ცენტრების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა და მიმდინარე რეაბილიტაციის სხვა ღონისძიებები, ასევე კომუნალური, საგადასახადო და სხვა ხარჯების დაფინანსება. წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება (კოდი: 8.6.5) სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოასპარეზე 18 წლამდე ასაკის პერსპექტიული სპორტსმენების ფინანსური წახალისება, რაც გაზრდის მათ მოტივაციას სასწავლო-საწვრთნო პროცესის მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პირველობებში, ჩემპიონატებში, თასების გათამაშებებში და საერთაშორისო ტურნირებში მაღალი შედეგების მიღებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. გაზრდის პროფესიონალური სპორტის პოპულარობას, სწორად წარმართავს ბავშვთა და მოზარდთა შორის თავისუფალი დროის გამოყენებას. პარასპორტის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 8.6.6) ქვეპროგრამის მიზანია: შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, რესოციალიზაციაში დახმარება; თბილისში პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება; სპორტის სახეობების პოპულარიზაცია შშმ პირებს შორის; დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჩართვა პარასპორტულ ღონისძიებებში და რესოციალიზაციის პროცესში მათი დახმარება. სასპონსორო და საგრანტო დაფინანსების მოპოვება; თბილისელი პარასპორტსმენების მონაწილეობის უნზრუნველყოფა საერთაშორისო პარასპორტულ ტურნირებში; კვალიფიციური მწვრთნელ-მასწავლებლების და მენეჯერების მოზიდვა კონკურენტუნარიანი სპორტსმენების აღსაზრდელად. ამ ეტაპზე ხორციელდება ინტენსიური საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესი პარაფარიკაობაში, პარამშვილდოსნობაში, პარაჩოგბურთში, პარამაგიდის ჩოგბურთში, ამპუტანტთა ფეხბურთსა და პარამკლავჭიდში. 2015 წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ არანაკლებ 3 სახეობის განვითარება. შესაბამისად მოხდება მრავალი შშმ პირის მოზიდვა მათი რესოციალიზაციის მიზნით. 2016 წლის პარაოლიმპიადამდე მსოფლიო პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ დაგეგმილია ცამეტი სარეიტინგო ტურნირი პარაფარიკაობაში, აქედან 8 ტურნირი - 2015 წელს. 2015 წელს დაგეგმილია ამჟამად არსებული სახეობების ჩართვა საერთაშორისო სატურნირო ციკლში პარაფარიკაობის მსგავსად. ეს ყოველივე ნიშნავს შშმ პირთა ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის იმიჯის ზრდას. ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის განვითარება (კოდი: 8.6.8) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 2015 წლის უეფას სუპერ თასის მატჩისთვის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას - უეფას მოთხოვნების შესაბამისად. ,,თბილისი – 2015” ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი ღონისძიებები (კოდი: 8.7) ,,თბილისი - 2015“ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით, თბილისში გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ახალი სპორტული დარბაზების მშენებლობას, არსებული სპორტული ცენტრების რეაბილიტაციას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს. ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში - კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, ძიუდოში, მძლეოსნობაში, ცურვაში, ტანვარჯიშში, ველოსპორტში გაიმართება და მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყანა. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერა, მათ შორის: ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (ფრენბურთის დარბაზის და მძლეოსნობის არენის მშენებლობა), თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ოლიმპიურ სოფელში წყლით და საკანალიზაციო სისტემებით უზრუნველყოფა, ააიპ "თბილისის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მიმდინარე სარეკონსტრუქციო/სამშენებლო/საპროექტო და აღჭურვის სამუშოები (მათ შორის: ჩოგბურთის კორტები, სასტუმრო "მოხალისე" და ტანვარჯიშს დარბაზის მშენებლობა და სხვა), ფესტივალის საორგანიზაციო და პრომო/კამპანიის ხარჯები, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს მიერ გამოყოფილი სახსრებით დაფინანსდება სპორტული კომპლექსების და ობიექტების, გარე ინფრასტრუქტურის (გაზმომარაგების ქსელი, წყლისა და კანალიზაციის გარე ქსელი, ელექტროენერგიის სიმძლავრეების გაძლიერება, საგზაო ინფრასტრუქტურა, ნიადაგის საფარის კირქვის საშუალო ფრაქციის ღორღით მოწყობა და სხვა) მოწესრიგების ღონისძიებები და სხვა. ახალგაზრდული ღონისძიებები (კოდი:8.8) საქართველოს დემოკრატიული, მდგრადი და სტაბილური განვითარების საქმეში კონსტიტუციური ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების გარდა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით - მომავალი თაობების აქტიური მონაწილეობა. შესაბამისად, თითოეულ ახალგაზრდას ან ახალგაზრდულ გაერთიანებას მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი შემოქმედებითი და პროფესიული თვითრეალიზაციის, საერთაშორისო კონტაქტების დამყარების, კვალიფიკაციის ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა თუ სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალგაზრდული მუნიციპალური ღონისძიებები თბილისის მასშტაბით ორიენტირებული იქნება: არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლისა და გამძაფრებული კონკურენციის ფონზე, ახალგაზრდული საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებით, ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების სტიმულირების კუთხით; ქვეყნის ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში მომავალი თაობების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმებისა და სასწავლო-სამეცნიერო სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე; ახალგაზრდების მიერ საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების კვლევის, ანალიზის, მათი გადაჭრის გზების ძიების კუთხით, აგრეთვე, პოლიტიკის ახალგაზრდული დოკუმენტების შემუშავების მიზნით კონფერენციების, სემინარების ჩატარებაზე; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და დამკვიდრებისთვის სპორტული შეჯიბრებებისა თუ ლაშქრობების მოწყობაზე; სოციალური აქტივობების ფარგლებში, რომლებიც პირველ ყოვლისა ორიენტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მომავალი თაობების წარმომადგენელთა დახმარებაზე, მონაწილე ახალგაზრდების ფინანსურ წახალისებაზე; ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად და ხელშესაწყობად ფესტივალების, გამოფენების, ლიტერატურული საღამოების და სხვა კულტურული ღონიძიებების ორგანიზებაზე; მაღალი აკადემიური მოსწრების ნიჭიერ ახალგაზრდათა გამოვლენისა და სტიმულირებისათვის კონკურსების მოწყობაზე. კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 8.9) პროგრამის მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტების გამდიდრება და ამ მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წარმოებული არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა, რაც ქალაქის კულტურული და ისტორიული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებასა და ათვისებას შეუწყობს ხელს. თბილისის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლების უკეთ შესწავლა და გამოვლენა, რომლებიც შემდგომში მნიშვნელოვან ტურისტულ მარშრუტებად უნდა იქცეს, მნიშვნელოვნად გაზრდის დედაქალაქის ტურისტულ პოტენციალში კულტურული ტურიზმის როლს და ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში შეიქმნება არქეოლოგიური საჭო, რომელიც შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატებით დაკომპლექტებულ არქეოლოგიურ ჯგუფებსა და საუკეთესო საკვლევ პროექტებს შეარჩევს; შესაბამისად, განხორციელდება თბილისის ისტორიის საინტერესო და ღირშესანიშნავი ფრაგმენტების აღდგენა, მოხდება გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების წარმოება და ტურისტულ მარშრუტებში მოსახვედრი ძეგლების იდენტიფიცირება, გამოიცემა თბილისის კულტურისა და ისტორიის შესახებ სამეცნიერო-პოპულარული გზამკვლევები, მომზადდება თბილისის კულტურულ-ტურისტული მარშრუტი და მოეწყობა კულტურული ტურები თბილისის გარშემო. პროგრამა ძველი თბილისის კულტურული და არქეოლოგიური ობიექტების პროფესიონალურ დონეზე შესწავლასა და მათ კომპლექსურ რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს, რაც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით თბილისის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცევა. თბილისი - რეგიონის კულტურის ცენტრი (კოდი: 8.10) თბილისის ჩართვით რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში, მსოფლიოს ქალაქებსა და დედაქალაქებთან კულტურის საკითხებში თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის შემუშავებითა და ინოვაციური პროექტების განხორციელებით ხელს შევუწყობთ თბილისის, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქალაქის სახელის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, კულტურული ღირებულების ექსპორტსა და კულტურული ტურიზმის განვითარებას. ამ მიზნების მისაღწევად პროგრამა ითვალისწინებს საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალების მოწყობას, უცხოეთში კულტურული ღირებულების ექსპორტის გზით ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქართული ტრადიციული კულტურის განვითარების ხელშეწყობას. კულტურის სფეროში სამეზობლო პოლიტიკის შემუშავება და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება პროგრამის ერთ-ერთი მიზანია: მოეწყობა წიგნების საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა, კულინარიის ფესტივალი, რომელზეც ამიერკავკასიის სხვადასხვა ქვეყნისა და მხარის სამზარეულო და ფოლკლორი იქნება წარმოდგენილი, კულტურული მეწარმეობის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართება, საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარება კი თანამედროვე გამოწვევების წინაშე მდომი კულტურული მეწარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს; უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისთან დამეგობრებული და სხვა უცხოური ქალაქების მონაწილეობით გაიმართება ხელოვანების მასტერკლასები, ვორკშოპები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, ელექტრონული მუსიკის საღამოები და სხვა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ისეთი კონკურსებისა და სემინარების ჩატარების ხელშეწყობას, როგორებიცაა კლასიკური ქართული ლიტერატურა, ფოლკლორი, ზეპირსიტყვიერება, ქართული ტრადიციული წეს-ჩვეულებები, ანუ ყველაფერი ის, რაც ქართული კულტურის საერთაშორისო ცნობადობას გამოკვეთს და მის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყობს ხელს. კულტურულ, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები რაიონებში (კოდი: 8.11; 8.11.1; 8.11.2; 8.11.3; 8.11.4; 8.11.5; 8.11.6; 8.11.7; 8.11.8; 8.11.9; 8.11.10) პროგრამის მიზანია რაიონის ტერიტორიის ფარგლებში ეროვნული თუ ადგილობრივი დღესასწაულების ორგანიზება და სხვადასხვა სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა. სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების გამართვით მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში წვლილის შეტანა. ტურნირების და შეჯიბრებების და საუბნო ჩემპიონატების ორგანიზება. შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების, ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა, ხელოვნების სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამოების მოწყობა და სხვა.
9. საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვა (კოდი: 9.1) პროგრამის მიზანია ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება; სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ეტაპობრივად, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ცხოველთა მონიტორინგი (კოდი: 9.2) მოსახლეობის დაცვა საშიში, აგრესიული ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვება ან იზოლაცია; ცხოველთა პოპულაციების მართვა-კონტროლი; ცხოველთა ტრანსპორტირება და მიღება-განთავსება შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფარში; საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ვეტერინალური ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება; დისლოკაციის ადგილზე სწრაფი რეაგირების დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა ეპიზოოტიების, გარეულ ცხოველთა და ქვეწარმავლების შემოსევისა და სხვა მსგავს სიტუაციებზე (შემდგომში - საგანგებო სიტუაციები) რეაგირებისათვის; ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების (ვეტერინალური, სანიტარული, უსაფრთხოების, ტექნიკური და სხვა) უზრუნველყოფა. 10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირების აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს. სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს. მათ შორის: მსოფლიო ბანკის მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროექტის სესხის მომსახურება (კოდი: 10.23) პროგრამა ემსახურება "მსოფლიო ბანკის მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროექტის" ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, თბილისის მერიის მიერ აღებული სესხის დაფარვას. პროექტს საფუძველი ჩაეყარა ქ.თბილისის მთავრობასა და საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდს შორის 2006 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით. პროექტის ფარგლებში, სესხის სახით ათვისებულია 14 060 982 ლარი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი პროექტები: ჭოპორტის წყალმიმღებისა და დამცავი დამბის აღდგენა, საგურამოს წყალსაცავის დამცავი დამბის აღდგენა, ნატახტარის წყალსადენში შემოვლითი მილსადენის და სადრენაჟო კოლექტორების რეაბილიტაცია და სხვა. სესხის სრული დაფარვა დამთავრდება 2016 წლის მაისისთვის. იაპონური არასაპროექტო გრანტის მომსახურება (კოდი: 10.24) პირველი სესხის ხელშეკრულება: 27 ოქტომბერი, 2008 წელი. საქონლის აღწერა: ფირმა Schafer-ის 1110 ლიტრიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენის მოთუთიებული კონტეინერი (1518 ცალი). ათვისებული იქნა 1 119 872 ლარი. სესხის ხანგრძლივობა - 8 წელი. საპროცენტო განაკვეთი - წლიური 12%. სესხის პროცენტის დარიცხვის დაწყება - 27.02.2009. მეორე სესხის ხელშეკრულება: 30 მარტი, 2009 წელი. საქონლის აღწერა: ფირმა Schafer-ის 1110 ლიტრიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენის მოთუთიებული კონტეინერი (2673 ცალი). ათვისებული იქნა 2 084 508 ლარი. სესხის ხანგრძლივობა - 8 წელი. საპროცენტო განაკვეთი - წლიური 12%. სესხის პროცენტის დარიცხვის დაწყება - 02.07.2009. სესხის სრული დაფარვა დამთავრდება 2017 წლის ივლისისათვის. კუვეიტის ფონდიდან აღებული სესხის მომსახურება (კოდი: 10.25) საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების კუვეიტის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს დაიდო სასესხო ხელშეკრულება (N728) სახელწოდებით “თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი”. ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 22 დეკემბერს #4020 დადგენილებით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 2 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას შორის დაიდო გადასესხების ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამინისტრომ თბილისის მერიას გადაასესხა 5 000.0 ათასი კუვეიტური დინარი. საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 3%-ს. სასესხო ხელშეკრულება დადებულია 10 წლით, 4 წლიანი შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით. სესხის მიმღები სამინისტროს უხდის სესხის ძირითად თანხას ნახევარწლიური 12 თანაბარი შენატანის სახით, ყოველი წლის 5 იანვარსა და 5 ივლისს, დაწყებული 2011 წლის 5 იანვრიდან. პროექტში გათვალისწინებული გზების რეაბილიტაციის შედეგად, ტრანშიდან ათვისებული იქნა 4,316,126.00 კუვეიტური დინარი. სესხის სრული დაფარვა დამთავრდება 2016 წლის 5 იანვრისათვის. თავი VI ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 13.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით |
თავი VII მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 14 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 15 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 16 |
საჭიროების შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობების ფარგლებში ასიგნებები გადანაწილდეს ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიხედვით, ქალაქ თბილისის მთავრობის შესაბამისი განკარგულებით. |
მუხლი 17 |
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის - „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ ფარგლებში დაფინანსდეს:
ა) კომუნალური სუბსიდირება (კოდი: 6.2.1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ კომუნალურ სუბსიდიას და ფულად დახმარებას, ხოლო ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სხვა ოჯახები კომუნალურ სუბსიდიას. კომუნალური სუბსიდიის დარიცხვის წესი და ოდენობა განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით. ბ) მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი ბავშვი) 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა 50 ლარის ოდენობით (6.2.2). გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა ყოველ მე-3, მე-4, მე-5 და მეტ ახალშობილზე. ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა მე-3 ახალშობილზე - 800 ლარის ოდენობით, მე-4 ახალშობილზე - 1000 ლარის ოდენობით, მე-5 და ყოველ შემდეგ ახალშობილზე 1500 ლარის ოდენობით (6.2.3). დ) 100 წელს მიღწეულ და გადაცილებულ ხანდაზმულთათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 1000 ლარის ოდენობით (6.2.5); ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის: 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სწავლების ღირებულების ანაზღაურება მერიის მიერ დაფუძნებულ ხელოვნების სკოლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, სპორტული სკოლებში და საცურაო აუზებში (6.2.6); ვ) ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-დან 70 წლის (ჩათვლით) ასაკის ქალთა პოპულაცია); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25-დან 60 წლის (ჩათვლით) ასაკის ქალთა პოპულაცია); პროსტატის სკრინინგი (50-დან 70 წლის (ჩათვლით) ასაკის მამაკაცთა პოპულაცია); კოლორექტალური კიბოს სკრინინგი (50-დან 70 წლის (ჩათვლით) ასაკის მოქალაქეები) (6.1.2)“; ზ) „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსით გადაყვანისას - 0,5 ლარი, ხოლო საბაგირო გზით გადაყვანისას - 1,0 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფში“ დადგენილ კატეგორიას - ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს ორი მგზავრობის ანაზღაურება) (6.2.11); თ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც სარგებლობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილი ფასდაკლების სისტემით, ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება (6.2.11); ი) M2 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთჯერადი მგზავრობის ფასის გათვალისწინებით, შეღავათიანი (ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 4 მგზავრობის უფლებით), 50-%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის შემთხვევაში ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის შესავსებად თანხების ანაზღაურება (ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას გასნსაზღვრული 0,65 ლარიანი მგზავრობის ფასის შემთხვევაში, შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება) თბილისში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებისათვის: 1) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; 2) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავები, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში; 3) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; 4) სამხედრო ძალების ვეტერანები; 5) მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრები; 6) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები (6.2.11); კ) სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები (6.2.9) ქვეპროგრამიდან თბილისში რეგისტრირებული პირებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვა სოციალური სერვისების მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. ლ) სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში (6.2.18) ქვეპროგრამის ფარგლებში თანხების განკარგვა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
მუხლი 18 |
2015 წლის ბიუჯეტის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის (კოდი 5.1) ფარგლებში ფინანსური ვალდებულების აღება განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
მუხლი 19 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, შეათანხმოს საკრებულოს ბიუროსთან „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის (კოდი 4.1) ფარგლებში შერჩეული სამიზნე ინდიკატორები და განსახორციელებელი ღონისძიებები, ხოლო ასეთი შეთანხმების მიღწევამდე, არ დაუშვას პროგრამის ფარგლებში ფინანსური ვალდებულების აღება ან ასიგნებათა გადატანა. |
მუხლი 20.
(ამოღებულია) |
მუხლი 21 |
1. ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში, თბილისის რაიონების გამგეობებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს, ხოლო სადაც საშტატო რიცხოვნობის 2%-ი შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს.
2. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, რაიონების გამგეობებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 20%-ს. 4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტები არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით. |
მუხლი 22 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით საქალაქო სამსახურების პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ საქალაქო სამსახურებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 23 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 24 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 10.26-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2015 წელს საბიუჯეტო დაწესებულებისა და ორგანიზაციების ასიგნებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას. |
მუხლი 25 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა მოამზადოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 26 |
დადგინდეს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო ასიგნებებით და საკუთარი სახსრებით განსახორციელებელი გადასახდელები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განაწილდეს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 27 |
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 400,0 ათასი ლარი მიიმართოს გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის განსახორციელებლად. |
მუხლი 28 |
2015 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 2800,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 29 |
დაუშვებელია, იმ პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება, რომლებზეც 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ასიგნებები არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამებში ასიგნებების გადატანას და მათ ამოქმედებას ამტკიცებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია მიზნობრივი ასიგნებები.
თავი VIII |
მუხლი 30 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები