დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური |
| მიღების თარიღი | 09/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში 2015 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულ განცხადებათა რაოდენობის, საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე, კერძოდ:
ა) საჯარო ინფორმაცია მოთხოვნილი იქნა 1526, მათ შორის დაკმაყოფილდა 1520 განცხადება, არ დაკმაყოფილდა 6 განცხადება, ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე;
ბ) საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე განცხადება არ შემოსულა;
გ) საქსტატის კოლეგიურ ორგანოს – საქსტატის საბჭოს, სხდომის დახურვის თაობაზე გადაწვეტილება არ მიუღია;
დ) საქსტატი უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოებს საჯარო მონაცემთა შემდეგ ბაზებს:
დ.ა) შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის,
დ.ბ) ბიზნეს რეგისტრის;
ე) საქსტატი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით. დღეის მდგომარეობით საქსტატში დამუშავების პროცესშია საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში შეგროვებულ პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვისას საქსტატი ხელმძღვანელობს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
ვ) საქსტატის მიერ შეგროვებული და პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და მესამე პირებს არ გადაცემიათ;
ზ) 01/12/2014 – 01/12/2015 პერიოდის განმავლობაში, საქსტატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას და დისციპლინური სახდელის დაკისრებას ადგილი არ ჰქონია;
თ) ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას საქსტატი ხელმძღვანელობდა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ი) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
კ) მიმდინარე წლის განმავლობაში ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯი საქსტატს არ გაუღია და მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდა საქსტატს არ დაკისრებია.
აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები