დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1365 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 28/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.050.140.05.001.001.808 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 8) პირველი მუხლის „ე“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი) სასამართლოს თავმჯდომარე – 1800 ლარი;
ვ) საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 1700 ლარი;
ზ) საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი) სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 1650 ლარი;
თ) საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი) სასამართლოს მოსამართლე – 1600 ლარი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1365-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები