დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2705 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020501 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2705
2015 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მიმდებარედ მოსალოდნელი სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების პრევენციის მიზნით, „საევაკუაციო ნაგებობების“ მოწყობასთან დაკავშირებული ბურღვითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები