დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2704 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020502 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2704
2015 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW), საქართველოს და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2010 წლის 13 აპრილს „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებით“ გაფორმებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2010 წლის 17 მარტს „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, 2010 წლის 16 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან“ და „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) 2010 წლის 16 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების (20 724 072,42 ევრო) გადავადება 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2020 წლის 10 დეკემბრამდე, პირგასამტეხლოსა და დამატებითი საპროცენტო გადასახადის დარიცხვის გარეშე;
ბ) 2010 წლის 16 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების (2.978.602.84 ევრო) გადავადება 2016 წლის 28 იანვრიდან 2016 წლის 16 დეკემბრამდე, პირგასამტეხლოსა და დამატებითი საპროცენტო გადასახადის დარიცხვის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები