„Raiffeisen Bank International AG“-სა და საქართველოს შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტის შესახებ

  • Word
„Raiffeisen Bank International AG“-სა და საქართველოს შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2697
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020510
  • Word
2697
14/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
000000000.00.003.020510
„Raiffeisen Bank International AG“-სა და საქართველოს შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №269 7

2015 წლის 1 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„Raiffeisen Bank International AG“-სა და საქართველოს შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტის შესახებ

 

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გოჩა ლორთქიფანიძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელით ხელი მოაწეროს, ერთი მხრივ, კომპანია „Raiffeisen Zentralbank  Österreich AG“-სა და, მეორე მხრივ, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსა“ და საქართველოს სახელმწიფოს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო საქმესთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად გასაფორმებელ მორიგების ხელშეკრულებას.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „Raiffeisen Bank International AG“-ს, როგორც „Raiffeisen Zentralbank Österreich AG“-ის სამართალმემკვიდრესა და საქართველოს შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტი.

3. მორიგების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის პირველი ტრანშის  დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს  5  000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი