სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

  • Word
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020511
  • Word
2696
14/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
000000000.00.003.020511
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2696

2015 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

 

1. დაევალოს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარის გამოყოფა სს „ქართული ფილმისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202054196) გადასაცემად, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დამზადების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ეთხოვოს სს „ქართულ ფილმს“, 2015 წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             ირაკლი ღარიბაშვილი