დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2692 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020472 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №269 2
2015 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ა(ა)იპ − საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას (ს/კ 402003309) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული შემდეგი მოძრავი ნივთები:
ა) 2 (ორი) ცალი კარავი (კავკასიონისათვის), 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის ღირებულებით (ერთეულის ფასი 1200 ლარი);
ბ) 2 (ორი) ცალი კარავი (სამარშრუტე), 1025 (ათას ოცდახუთი) ლარის ღირებულებით (ერთეულის ფასი 512,50 ლარი);
გ) 2 (ორი) ცალი კარავი (ბანაკისთვის), 4300 (ოთხი ათას სამასი) ლარის ღირებულებით (ერთეულის ფასი 2150 ლარი).
2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები