დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ − ქ. თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღისათვის (ს/კ: 204859803) უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტი) გადაცემაზე სსიპ − ქალაქ თბილისის №126 საჯარო სკოლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2690 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020474 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2690
2015 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ − ქ. თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღისათვის (ს/კ: 204859803) უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტი) გადაცემაზე სსიპ − ქალაქ თბილისის №126 საჯარო სკოლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ − ქალაქ თბილისის №126 საჯარო სკოლას (ს/კ: 204859741), სასკოლო მზაობის ჯგუფებში სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის მიზნით, ა(ა)იპ − ქ. თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ: 204859803) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტი), არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით, გადასცეს ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-3 კვარტალში, №71-ში (ნაკვეთი − 01/018) მდებარე №1 (ს/კ: 01.14.03.001.018) შენობაში ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული 50.51 კვ. მ ფართი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები