„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 24/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016028
118
24/12/2015
ვებგვერდი, 24/12/2015
130000000.63.075.016028
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №118

2015 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის N6 ბრძანებით (ვებგვერდი - www.matsne.gov.ge,  03/08/2015წ., სარეგისტრაციო კოდი – 130000000.63.075.016006) დამტკიცებულ წესში (დანართი №1)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება,  გარდა ამ მუხლის მე-17 პუნქტითა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში,  დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური