დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით მიმდინარე „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ განხორციელებისას ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსის გამოყენების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2687 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020477 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2687
2015 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით მიმდინარე „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ განხორციელებისას ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსის გამოყენების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ განხორციელებისას ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსის „წყალტუბო-ქუთაისი-ზესტაფონის“ დამაკავშირებელი 220 კვ ეგხ-ის რეკონსტრუქცია/მშენებლობის ფარგლებში მოწყობილობების შესაძენად და დამატებითი ქვეპროექტის „SCADA/EMS სისტემის გასაახლებლად“ მიმართვის თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად,საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამართოს კონსულტაციები რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის, 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში (ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი) შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები