დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის N176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.017073 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.016443) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის ” წესდების:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო საზოგადოებრივი კოლეჯის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრისაგან.“; 2. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს პირველ სხდომაზე.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს: ბ.ა) საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამინისტროს მიერ დანიშნული პირია; ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტების მშობელთა ან პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია; გ) პროფესიული სტუდენტი, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება, აღარ სწავლობს ამ საზოგადოებრივ კოლეჯში; დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და საზოგადოებრივ კოლეჯს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა; ე) სამინისტროს მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი; ვ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში; ზ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად არის აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები