„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის N176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის N176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 166/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 19/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017073
166/ნ
25/12/2015
ვებგვერდი, 28/12/2015
430060000.22.022.017073
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის N176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №166/ნ

2015 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge,  11/09/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.016443) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის ” წესდების:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო

საზოგადოებრივი კოლეჯის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრისაგან.“;

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს პირველ სხდომაზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს:

ბ.ა) საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამინისტროს მიერ დანიშნული პირია;

ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტების მშობელთა ან პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია;

გ) პროფესიული სტუდენტი, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება, აღარ სწავლობს ამ საზოგადოებრივ კოლეჯში;

დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და საზოგადოებრივ კოლეჯს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა;

ე) სამინისტროს მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი;

ვ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;

ზ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად არის აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ სანიკიძე