სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2651
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020494
  • Word
2651
11/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
000000000.00.003.020494
სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2651

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის განმავლობაში მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:

ა) ლიტერატურული თარგმანებისა და მათი გამოცემების ხელშეწყობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) ქართული არამხატვრული ლიტერატურის განვითარებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგამომცემლო პროექტების ხელშეწყობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

გ) საზღვრებს გარეთ, ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე საქართველოს ეროვნული სტენდების, პავილიონებისა და ეროვნული პროგრამების და პროექტების წარდგენისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

დ) საერთაშორისო წიგნის ბაზრობებთან და მათ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ე) ქართველი მწერლებისა და ლიტერატურის მთარგმნელებისთვის საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში, კონფერენციებში, ფორუმებში, ფესტივალებში, სემინარებში, ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ვ) გამომცემლებისთვის, რედაქტორებისთვის, ლიტერატურის მთარგმნელებისა და ლიტერატურული აგენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების, სემინარების, ფორუმების, კონფერენციების ორგანიზებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების უზრუნველყოფისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი