დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2649 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020496 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2649
2015 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და ფაგური პრეპარატების „კარგი წარმოების პრაქტიკა“ (GMP) ტექნიკური პირობების შექმნისათვის, შესაბამის ფართობზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის დიზაინის/პროექტის, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადებისა და თანმდევი კონსულტაციების გაწევის მიზნით, საინჟინრო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის − „ბიოუსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“ საერთაშორისო საგრანტო პროექტის NIFS/2011/273-572 „გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში გარკვეული ლაბორატორიული ფართობების რემონტისა და აპარატურის შესყიდვის“ ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური სახსრებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები