„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.168.016177
34
23/12/2015
ვებგვერდი, 28/12/2015
010250020.35.168.016177
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2015 წლის 23 დეკემბერი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების  შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 25/07/14, 010250020.35.168.016115) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
დაემატოს შემდეგი შინაარსის 361   მუხლი:

,, მუხლი 361.   სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო  არის გამგებლის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.

2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში  ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.

3. გამგებელი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. გამგებლის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი