,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.168.016176
33
23/12/2015
ვებგვერდი, 28/12/2015
270070000.35.168.016176
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2015 წლის 23 დეკემბერი

ქ. სიღნაღი

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების  შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №28  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 270070000.35.168.016125 ) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დანართი №1-ის  მე-3  მუხლის მე-2 პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 1 რიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში  საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისათვის გაწეული დანახარჯის ოდენობა, წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.“

2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

საკრებულოს წევრი

ანაზღაურების  ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის

ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის

1

 საკრებულოს  წევრი

250

147

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი