დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ზემო აფხაზეთი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის ანგარიში
საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 7 (შვიდი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 7 (შვიდი);
გ) მთავრობის აპარატს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ამ კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინარული სახდელის დადება;
ე) მთავრობის წარმომადგენლობას არ განუცხადებია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
ვ) მთავრობის წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
ხელმძღვანელის მოადგილე მერაბ ნადარეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები