თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის პროცედურის შესახებ

თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის პროცედურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 24/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016237
73/2015
24/12/2015
ვებგვერდი, 25/12/2015
010240060.15.008.016237
თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის პროცედურის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №73/2015

2015 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის პროცედურის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის  2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე პარტიას, რომლის რიგითი ნომრის მინიჭებაც ამ არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ცესკოს სხდომაზე მიენიჭება რიგითი ნომერი წინამდებარე დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, წილსყრაში არ მონაწილეობენ ის რიგითი ნომრები, რომლებიც პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს მიენიჭათ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა  საერთო არჩევნებში.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი