ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020498
  • Word
2647
11/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
000000000.00.003.020498
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2647

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ინფორმაცია, კერძოდ:

ა) 2015 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ რუსთავში მოსული ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების გარდა, საჭიროა დამატებით 1 267 000 (ერთი მილიონ ორას სამოცდაშვიდი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაოების განხორციელება;

ბ) 2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1989 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან დარჩენილია ეკონომია 330 824.84 (სამას ოცდაათი ათას რვაას ოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარი და „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ 2015 წლის 5 თებერვლის №143 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან დარჩენილია ეკონომია 180 255 (ას ოთხმოცი ათას ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი.

2. უფლება მიეცეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიები, ჯამში − 511 079.84 (ხუთას თერთმეტი ათას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარი, გამოიყენოს 2015 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ რუსთავში მოსული ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის.

3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს წარადგინოს წინადადებები ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.   

 

პრემიერ-მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბაშვილი