სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2646
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020499
  • Word
2646
11/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
000000000.00.003.020499
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2646

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ     საქართველოს   მუნიციპალური   განვითარების   ფონდის   მიერ განსახორციელებელი   ღონისძიებების   შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაფუძნების,  სამეთვალყურეო საბჭოს  განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩხარი-ზედა ალისუბნის  დამაკავშირებელი  ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი:  25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის 31  პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტის„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის  მეშვეობით  განხორციელება.

2. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2016 წელს შესასრულებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი               ირაკლი ღარიბაშვილი