დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2645 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020512 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2645
2015 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, სტალინის ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაციასთან დაკავშირებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.
2. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2016 წელს შესასრულებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები