GG-B-UCL ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ

  • Word
GG-B-UCL ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2632
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020525
  • Word
2632
11/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
000000000.00.003.020525
GG-B-UCL ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2632

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

GG-B-UCL ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს GG-B-UCL ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის – „ორი HUEY II-ის შესყიდვის“ ხელშეკრულება.

2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს, ამ განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტით განსაზღვრული ტექნიკის, მარაგი ნაწილებისა და მომსახურების მიღება.

 

პრემიერ-მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი