„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის N05/84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის N05/84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016209
05/85
23/12/2015
ვებგვერდი, 25/12/2015
040030000.22.054.016209
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის N05/84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/85

2015 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №05/84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №05/84 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და წესდების 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 24. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები

1.პროფესორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:

ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის - პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შშესაბამისი სპეციალობით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება.

2.ასოცირებულ პროფესორად, 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:

ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის - პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალობით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.

3.ასისტენტ პროფესორად, 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:

ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის - შესაბამისი სპეციალობის მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული პირი.

4.ასისტენტად შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს:

ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის - დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს 4 წლის ვადით;

ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის - შეიძლება დაინიშნოს დოქტორანტი 2 ან 3 წლის ვადით, ფაკულტეტის დეკანის მიერ, ფაკუკლტეტის საბჭოს წარდგინებით.

5.დამატებითი ან განსხვავებული პირობები თითოეული ფაკულტეტისათვის, რომელიც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, უნდა აისახოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

6.დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ აკადემიის აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. აღნიშნული პირობებით აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

7.აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევა შესაძლებელია აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გავრცელდეს ცალკეულ ფაკულტეტზე, ან ფაკულტეტის ცალკეულ აკადემიურ თანამდებობებზე. აკადემიური საბჭო ამ დადგენილებას იღებს ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც მიიღება შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის გამოცხადებამდე და ის უნდა აისახოს გამოქვეყნებულ საკონკურსო განაცხადში.

8.პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში, პირმა შესაძლოა აკადემიური თანამდებობა დაიკავოს, შესაბამისი მიმართულებისათვის ამ წესდების შესაბამისად დადგენილი ზღვრული ასაკის ან საპენსიო ასაკის მიღწევამდე, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე