დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.016348 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და:
1. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. დაემატოს „193” მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 193. ადმინისტრაციის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო 1. სამმართველოს უფროსი: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია საჯარო მმართველობის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით); ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; ე) პროექტის/პროგრამის მართვის ცოდნა/გამოცდილება; ვ) ქვეყნის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის, სტრატეგიული სიტუაციის და უსაფრთხოების გარემოში არსებული საფრთხეების/გამოწვევების ცოდნა; ზ) თავდაცვის სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმების ცოდნა; თ) ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა; ი) შემდეგი კანონმდებლობების ცოდნა: ი.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ი.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ი.გ) თავდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გამოყენების დონე); კ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენის/ენების ცოდნა); ლ) კომპიუტერის, ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა. 2. სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ა) უმაღლესი განათლება (სასურველია საჯარო მმართველობის, პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით); ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია პროექტების მართვის საბაზისო ცოდნა/გამოცდილება; დ) სასურველია სამხედრო თემატიკის გარკვეული ცოდნა/მუშაობის გამოცდილება; ე) შემდეგი კანონმდებლობების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); ე.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (ზოგადი ცოდნა); ე.გ) თავდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გამოყენების დონე); ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) კომპიუტერის, ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა. 3. სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ა) უმაღლესი განათლება (სასურველია საჯარო მმართველობის, პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით); ბ) სასურველია პროექტების მართვის საბაზისო ცოდნა/გამოცდილება; გ) სასურველია სამხედრო თემატიკის გარკვეული ცოდნა; დ) შემდეგი კანონმდებლობების ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); დ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (ზოგადი ცოდნა); დ.გ) თავდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გამოყენების დონე); ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ვ) კომპიუტერის, ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები