სსიპ - ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ - ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2015
ვებგვერდი, 04/01/2016
სსიპ - ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
სსიპ - ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლა

სსიპ - ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

წარმოგიდგენთ საქართველოს სსიპ - ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:        

სსიპ ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის 2015 წლის 3 სექტემბრის  105  ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე  პასუხისმგებელ პირად დადგინდა  სსიპ ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ნესტან კვანჭიანი.

ა) 2015  წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე  წარმოდგენილ იქნა 1 განცხადებასაჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში  შემოვიდა 1 მოთხოვნა სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილი იქნა 1  განცხადებაარ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 1 მოთხოვნა;

დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და  გაცემასთან,  სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.  

სსიპ - ქალაქ წალკის №2 საჯარო

სკოლის დირექტორი                                                       ლეილა წიკლაური