დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.173.016115 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2015 - 29/01/2016)
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ა” ქვეპუქტის, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი’’ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №60 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
თავი I
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები |
განისაზღვროს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 7684.6 ათასი ლარის ოდენობით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2235.0 ათასი ლარის ოდენობით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4518.6 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 911.0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7530,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2331,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2351,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
განისაზღვროს ქ.ახალციხის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ახალციხის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 2197,8 ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 120.0 ათასი ლარის ოდენობით |
ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 120,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 167,0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 104.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60.0 ათასი ლარი; გ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება 3.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად |
თავი II
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.თავდაცვა და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სახანძრო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო სამსახურის ოპერატიული მოქმედება. მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 60,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 02)
შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 4084,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 1329,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის მიზანია გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქუჩების განტვირთვა ჭარბი სატრანსპორტო ნაკადებისაგან და ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების და შიდა ეზოების მიმდინარე შეკეთება. განხორციელდება რუსთაველის, კოსტავას, აპინძის, თამარაშვილის, 9 აპრილის, დიდმამიშვილის, ივ. ახალციხელის, ზარზმელის, გამსახურდიას, ი. ათონელის და მის მიმდებარედ არსებული ქუჩების მოვლა შენახვის ღონისძიებები; განხორციელდება ქუჩების ორმული შეკეთება; განთავსდება საგზაო ნიშნები; უსაფრთხო და კომფორტული გახდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მოქალაქეთა გადაადგილება.
ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 2339,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე . უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება.დაგეგმილია ნარჩენენის შესაგროვებელი კონტეინერების შეძენა. ასევე აშენდება ახალი საოფისე შენობა . ბ.ა) დასუფთავება - 671,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების გარე ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება..დაგეგმილია ნარჩენენის შესაგროვებელი კონტეინერების შეძენა. რათა შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები.
ბ.ბ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 833,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და ახალი სანათი წერტილების მოწყობა. ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. რიგ ქუჩებზე არსებული ქსელის მოდერნიზაცია.პროექტის
ბ.გ) სახურავების, ფასადებისა რეაბილიტაცია - 725,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაცია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, ასევე ინდივიდუალური ავარიული სახურავებისათვის გადასახური მასალების შეძენის უზრუნველყოფა 3000 კვ.მ. ფართზე.
ბ.დ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა (არსაცხოვრებელი)(პროგრამული კოდი 03 02 04) 110,0 ათ. ლარი.
არასაცხოვრებელი საოფისე ფართის მშენებლობა ეგრეთ წოდებული ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 კვ. მეტრზე.
გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები - 381,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამების ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა. განხორციელდება არსებული სკვერების და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა; ე.წ. „11-იანების“ უბანში საბავშვო ატრაქციონის მოწყობა და სხვა ღონისძიებები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას. გ.ა) პარკების მშენებლობა რეაბილიტაცია(პროგრამული კოდი 03 03 1) 17,5 ათ. ლარი.
ქალაქში არსებულ დასასვენებელ პარკებსა და სკვერებში შეიცვლება მწყობრიდან გამოსული სკამები
გ.ბ) ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების და საბავშო ატრაქციონების მოწყობა(პროგრამული კოდი 03 03 03) 214,0 ათ. ლარი.
პროგრამების ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა. განხორციელდება არსებული სკვერების და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა; ე.წ. „11-იანების“ უბანში საბავშვო ატრაქციონის მოწყობა და სხვა ღონისძიებები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.
გ.ბ) საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და დოკუმენტაციის შედგენა - 150,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03 04)
მუნიციპალიტეტში დაგეგმილია საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და დოკუმენტაციის შედგენა, მუნიციპალიტეტის დაურეგისტრირებელი ქონების საჯარო რეესტრში გატარებისათვის სათანადო ნახაზებისა და დოკუმენტაციის შედგენა ამ ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
გ.გ) კულტურული მემკვიდრეობის განვითარება - რეაბილიტაციის პროგრამა 34,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04)
დაგეგმილია პროგრამის ფარგლებში ქ.ახალციხის რაბათის უბნის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული აბანოს კომპლექსის გაწმენდითი სამუშაოების და დროებითი გადახურვასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა) განათლება -1637,6 ათ ლარი (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში მოხდება პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წარჩინებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ყოველთვიური სტიპენდიის დანიშვნა. რაც გაზრდის მათ მოტივაციას სასწავლო პროცესის მიმართ. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების სწავლის ხარისხის ამაღლების სტიმულირება. ა.ა) სკოლამდელი აღზრდის ხარჯები – 1367,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01 01)
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 8 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1300 - მდე აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
ა.ბ) სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა და ინვენტარით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 01 02) 250,0 ათ ლარი -
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა 600 კვ.მ, იაძის ქუჩაზე, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამინდელ ამორტიზებულ ახლომდებარე ბაღების შენობებს, იგი მდებარეობს მჭიდროს დასახლებულ უბანში, სადაც ბევრი აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი.
გ) ქ.ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს (პროგრამული კოდი 04 02) 10.0 ათ. ლარი .
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წარჩინებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ყოველთვიური სტიპენდიის დანიშვნა. რაც გაზრდის მათ მოტივაციას სასწავლო პროცესის მიმართ. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების სწავლის ხარისხის ამაღლების სტიმულირება.
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 307,1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლის და მძლეოსანთა სპორტული კლუბის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ა.ა) ა(ა) ი.პ. ქალაქ ახალციხის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) 176,0 ათ. ლარი.
აღნიშნული სკოლის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება, კერძოდ ფუნქციონირებს შემდეგი სპორტის სახეობები: მძლეოსნობა, ძალოსნობა, კრივი, ფეხბურთი, ჭადრაკი, რაგბი, თავისუფალი ჭიდაობა, კიგბოქსინგი, ველოსპორტი და კალათბურთი.
ა.ბ) ა(ა)ი.პ.ქალაქ ახალციხის მძლეოსნობისა და რაგბის სპორტული კლუბის განვითარება (პროგრამული კოდი 05 01 02) 131,1 ათ. ლარი;
ქვეპროგრამის მიზანია მძლეოსნობისა და რაგბის პოპულარიზაცია და განვითარება, პერსპექტიული სპორტსმენების აღზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. მძლეოსნობაში ფუნქციონირებს სამი ასაკობრივი ჯგუფი.
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 837,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურის დაწესებულებების გაერთიანება - 162,0 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის მიზანია ახალციხის კულტურული, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებების (კულტურის სახლი, ცენტრალური ბიბლიოთეკა, რაბათის ბიბლიოთეკა) საქმიანობის ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ფოლკლორული ანსამბლ "მესხეთის" და ქორეოგრაფიული ანსამბლის საქმიანობის ხელშეწყობა. ასევე მკითხველთათვის საბიბლიოთეკო მასალების ხელმისაწვდომოვის უზრუნველყოფა, სამეცნიერო რესურსების მიღება, შეგროვება, დაცვა და პოპულარიზაცია.
ბ.ბ) კულტურული ღონისძიებები - 130,0 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს ორგანიზება, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვასა და მისი რეალიზების კოორდინაცია. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერა. კულტურის დღეების, კონკურსების, ფესტივალებისა და გამოფენების ორგანიზება.
ბ.გ) თეატრები -105,0 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მესხეთის სახელმწიფო თეატრისა და თოჯინების თეატრის ფინანსური მხარდაჭერა რაც გამოიხატება მუნიციპალიტეტის მიერ დაკვეთილი სპექტაკლების დაფინანსებით.
ბ.დ) ა.ი.პ. ახალციხის სამუსიკო სკოლა - 94,7 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 04)
სუბსიდირების წესით ფინანსირდება ახალციხის სამუსიკო სკოლა სადაც ირიცხება და სწავლობს 211 მოსწავლე ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა სწავლის პირობების გაუმჯობესება და პერსონალის სამუშაო პირობების ხელშეწყობა და გაუმჯობესება. სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერა სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
ბ.ე) ა.ი.პ. ახალციხის სამხატვრო სკოლა - 23.5 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 07)
სუბსიდირების წესით ფინანსირდება ახალციხის სამხატვრო სკოლა სადაც ირიცხება და სწავლობს 219 მოსწავლე. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა სწავლის პირობების გაუმჯობესება და პერსონალის სამუშაო პირობების ხელშეწყობა და გაუმჯობესება.
ბ.ვ) ა.ი.პ. ”ახალციხის ციხე” - 200.0 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 08) განმახორციელებელი: ა.ი.პ. ,,ახალციხის ციხე“ სუბსიდირების წესით ფინანსირდება რეაბილიტებული კულტურის ობიეტი ახალციხის ძველი უბნის ე.წ. ,,ახალციხის ციხე” მოვლა პატრონობა. კულტურულ ღონისძიებების ხელშეწყობა და ტურისტული პოტენციაალის ზრდა და განვითარება.
ბ.ზ). ა.ი.პ ქალაქ ,,ახალციხის ტბა“ 122,1ათ. ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 06)
სუბსიდირების წესით ფინანსირდება ა.ი.პ. ქალაქ ,,ახალციხის ტბა“, ტბის ტერიტორიის მოვლა შენახვა ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა, კულტურულ სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა ,ტურისტული პოტენციალის განვითარება.
გ) სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა სწავლის გადასახადის შეღავათები (ორგანიზაციული კოდი 05 03) 32.0 ათ.ლარი
პროგრამის ფარგლებში შეღავათები გაეწევათ მოსწავლეებს კატეგორიების მიხედვით: მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ სტატუსის მქონე, სამუსიკო, სამხატვრო სკოლებში დაწესებული გადასახადის 100%-იანი შეღავათი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეთა ოჯახების, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპირლს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, იძლებით გადაადგილებული პირების, პირველი ჯგუფის ინვალიდთა ოჯახების შვილების, მარჩენალდაკარგული და ობოლი ბავშებისთვის და 40%- იანი შეღავათი სამუსიკო სკოლის IV-VI კლასების მოსწავლეებს.
დ) რელიგიული, საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა - 239,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ასევე პროგრამის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადება გავრცელება, ტურისტულ გამოფენა ბაზრობებში მონაწილეობის მიღება; ტურისტული პროდუქტების შექმნა;
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 562,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება 109.5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; ქალაქის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; ქალაქში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. ასევე ქალაქ ახალციხის ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებშიგანხორციელდება ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე მცხოვრებ სკოლსმდელი და სასკოლო (ათ წლამდე) ასაკის ბავშვთა ჰელმინთებით ინვაზირების პროფილაქტიკის და მკურნალობის ხელშეწყობა.
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა - 453,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) სარიტუალო მომსახურება- 3,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 300,0 ლარის ოდენობით. ბ.ბ) შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება - 28,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ დახმარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები ყოველთვიურად მიიღებენ კომუნალური და სხვა ხარჯებისათვის 25 ლარს, ხოლო საახალწლოდ ერთჯერადად მიიღებენ სოციალურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით;
ბ.გ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარება კატეგორიების მიხედვით - 56,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარება კატეგორიების მიხედვით.
ბ.დ) ქ. ახალციხეში წრიული მარშრუტის მგზავრთა გადაყვანის საფასურის 50%-იანი შეღავათის პროგრამა - 22.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04)- 22,0ათასი ლარი.
ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქის ტერიტორიაზე წრიული მარშრუტის მგზავრთა გადაყვანის საფასურის 50%-ის თანადაფინანსებას.
ბ.ე) ა.ი.პ. ,,ქალაქ ახალციხის სათნოების სახლი - 133,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05)
ქვეპროგრამის მიზანია უზრუნველყოს თავშესაფარით, საკვებით და ჰიგიენის საშუალებებით ბენეფიციართა კატეგორია, როგორიცაა: მარტოხელა პენსიონერები; უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აქვთ საკვების შეძენის შესაძლებლობა და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000; მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ თავშესაფარი.
ბ.ვ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამა 210.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06)
ქვეპროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა; მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა; ბენეფიციართა გარკვეული ჯუფების (მაგ.: ვეტერანები) შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველთა სამედიცინო, დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება; გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება; ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირთა დახმარება; „C“ ჰეპატიტის პროგრამის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების თანადაფინანსება; თირკმლის ტერმინალურიუკმარისობითდაავადებულთადახმარება; თვალის დაავადებათა ლაზერული და თერაპიული მკურნალობის დაფინანსება.
|
მუხლი 17.
ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები